x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
თმაზე ქარგვა - მოდური ტენდენცია, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო (ფოტოინსტრუქცია)
image
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ნახევარ სახეზე გაკეთებული მაკიაჟით გადაღებული ფოტოები. დღეს კი მოდა ახალ უცნაურობას გვთავაზობს - თმაზე ქარგვა და ამგვარი ვარცხნილობით გადაღებული ფოტოები უკვე საკმაოდ მომრავლდა ინტერნეტში. თუმცა, ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ ნახევარ სახეზე გაკეთებულ კოსმეტიკას მოქარგული თმის ტენდენცია ნამდვილად სჯობია.

და მაინც, როგორ შეგვიძლია მოვქარგოთ თმა?

ამისათვის დაგჭირდებათ:

საჭიმი;
ფერადი ძაფი;
ნემსი.

1. საჭიმზე გადაჭიმეთ მცირე რაოდენობით თმა. ეს იქნება თქვენი "ტილო", რომელზეც უნდა ამოიქარგოს.


2. ნემსით და ძაფით ამოქარგეთ პირდაპირ თმაზე. თუ იცით ნემსისა და ძაფის ხმარება და ოდნავ მაინც ერკვევით ტილოზე ქარგვაში, ეს თქვენთვის პრობლემა არ იქნება. თუ არადა, გადახედეთ ფოტოებს და ადვილად მიხვდებით ქარგვის პრინციპს.


3. ძაფის ბოლოები კვანძით დაამაგრეთ და ჩამალეთ თმაში.

image



image

imageimageimageimage






2
1944
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1944
  
2016, 27 აპრილი, 18:51
ჯერ ვერ დამიპყრო მარა ალყა უკვე შემომარტყა :))))
2015, 3 სექტემბერი, 15:57
ლამაზია, მომწონს
0 1 2