x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ცნობილი პოლიტიკოსების ყველაზე კურიოზული მომენტები
image
პრემიერ მინისტრებს, პრეზიდენტებსა თუ თავად რომის პაპსაც ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არ გამოსდით - ბოლოსდაბოლოს ყველანი ხომ ადამიანები ვართ. ამ სტატიაში უბრალოდ კიდე ერთხელ გადავავლებთ თვალს ცნობილი პოლიტიკოსების ყველაზე კურიოზულ მომენტებს.


1. თურქეთში ვიზიტის დროს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, პაულ ვულფოვიცმა მეჩეთში შესვლის წინ ფეხსაცმელი გაიხადა და...დახეული წინდები გამოუჩნდა.

imageimage

2. არიელ შარონმა 2002 წელს თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიტკან-ადამში მდებარე სამხედრო სასწავლო ბაზა მოინახულა და...დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა არა მგონია დახურული ბინოკლიდან დანახულ ქალაქსაც იგივე შთაბეჭდილება მოეხდინა მასზე.


image

3. სამხრეთ კორეის დემილიტარიზებული ზონების დათვალიერებისას ჯორჯ ბუშსაც, არიელ შარონის მსგავსად, დაავიწყდა ბინოკლზე საფარის მოხსნა.

image

4. ეს პატარა გოგონა, ეტყობა სულაც არ იზიარებს სოციალ-დემოკრატ ტონი ბლერის პათოსს, რომლითაც იგი 2005 წელს ლეიბორისტური პარტიის სხდომაზე სიტყვას წარმოთქვამდა.

image

5. კანადის პრემიერ მინისტრს, ჟან კრეტიენი 1999 წლის აგვისტოში, კოსოვოდან დევნილებთან ქუჩის კალათბურთში ამხანაგური თამაშის დროს, ფეხი დაუცდა და ასე უმწეოდ პირქვედამხობილი აღმოჩნდა მიწაზე.

image

6. სტამბულში გრანდიოზული დასასვენებელი პარკის გახსნაზე მთავარ სანახაობად დაგეგმილი იყო ცხენზე ამხედრებული თურქეთის პრემიერ მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მისვლა. ასეც მოხდა, ოღონდ მთავარი გასართობი გახდა პრემიერის წარუმატებელი მცდელობა ცხენზე ამხედრებულიყო, რაც თავადაც ხედავთ რა შედეგით დასრულდა.

image

7. ანგელა მერკელი ახალ ზელანდიაში ადგილობრივი ტრადიციიის თანახმად მისალმებისას ცხვირს უხახუნებს მაორის ტომის წარმომადგენელს, 14 ნოემბერი, 2014 წელი.

image

8. "დიდი რვიანის" ლიდერები G8-ის სამიტზე იტალიაში, 2009 წლის 8 ივლისს, ფოტოგადაღების ოფიციალური ცერემონიის წინ.

image

9. კიდევ ერთი მომენტი 2009 წელს იტალიაში შემდგარი G8-ის სამიტის ცერემონიიდან. "რვიანის" ლიდერები პოდიუმზე იდგნენ დელეგაციის ახალგაზრდა მონაწილეებთან ერთად. ფოტოზე ბარაკ ობამა აშკარად თვალს აყოლებს 16 წლის ბრაზილიელ გოგონას, მაიორა ტავარესს, ხოლო ფრანგი პრეზიდენტი ეშმაკურად უყურებს კოლეგას.

image

10. 2008 წლის ოქტომბერი. პარიზში, ელისეის სასახლეში სამუშაო შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კაცლერ, ანგელა მერკელთან მჯდარი საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი იტალიის პრემიერ მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის უსმენს.

image

11. 2013 წლის იანვარში თეთრ სახლში ოფიციალური გამოსვლის დროს ბარაკ ობამას შუბლზე ყოველგვარი მორიდების გარეშე მოიკალათა ბუზმა.

image

12. საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ სამიტზე მიდის. კოპენჰაგენი, დანია, 2009 წლის 18 დეკემბერი.

image

13. 1993 წლის 12 აპრილს, აშშ-ს პირველი ლედი, ჰილარი კლინტონი მოულოდნელად ხმამაღლა სიცილს იწყებს თეთრ"სააღდგომო კვერცხზე ნადირობის" დროს. მისი მეუღლე კი ამ დროს თამაშს სასტვენის საშუალებით მართავს.

image

14. ჯორჯ ბუში აშშ-ს ქალთა ნაკრებთან ერთად ფრენბურთს თამაშობს 2008 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების დროს.

image

15. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, გორდონ ბრაუნი 2008 წელს, ნიუ-იორკში გამართული ნატოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

image

16. ვლადიმირ პუტინი ჩანაწერებს აკეთებს ერთ-ერთ შეხვედრაზე.

image

17. ბარაკ და მიშელ ობამები ესალმებიან პიტსბურგში დიდი ოცეულის ლიდერებისათვის გამართულ ვახშამზე მისულ იტალიის პრემიერ მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის.

image

18. ბარაკ ობამა თეთრი სახლის მდელოზე სააღდგომოდ შეკრებილ ბავშვებს უკითხავს მორის სენდაკის წიგნს "იქ, სადაც ურჩხულები ბინადრობენ", 2014 წლის 21 აპრილი.

image

19. დედოფალი ელიზაბეტ II

image


20. ბილ კლინტონი

image

3
1688
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1688
  
2015, 27 აგვისტო, 17:15
ვწუხვარ! ალბათ ჩვენი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უარეს მდგომარეობაშია!!!
2015, 27 აგვისტო, 15:12
მსოფლიო ბანკის პრეზისენტი ძალიან შემეცოდა. საწყალი, რა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამდენი ფული აბარია და ერთი წყვილი გასასვლელი წინდა როგორ ვერ უნდა იყიდოს?
2015, 27 აგვისტო, 11:08
უძაანმაგრესი გავაზიარეეე
0 1 3