x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
როგორ გავიკეთოთ ჩვენთვის შესაფერისი მაკიაჟი?
ქალები, ყოველთვის ვცდილობთ, მომხიბვლელები ვიყოთ და ჩვენი სილამაზის მეტად

წარმოსაჩენად, კოსმეტიკურ საშუალებებს მივმართავთ, მაგრამ ხშირად ზოგიერთ ქალს ეს ზედმეტი მოსდის. ჩვენი სილამაზის გახზგასასმელად აუცილებელია, ზომიერების დაცვა, რადგან კოსმეტიკა, მხოლოდ ჩვენს სილამაზეს კი არა სტილსა და ინდივიდუალობას წარმოაჩენს.

image

ადრეული ასაკიდან კოსმეტიკის ხმარება არაა რეკომენდირებული, ყველაზე ოპტიმალური ასაკი, როდესაც კოსმეტიკური საშუალების ხმარება ურისკოდ შეიძლება, 20-34 წლამდეა.


კოსმეტიკის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ თქვენი სტილისა და ინდივიდუალობის

თავისებურებით. დღის კოსმეტიკა უფრო ნაზი უნდა იყოს, ვიდრე საღამოსი, იმის

გათვალისწინებით, როგორი კანი გაქვთ:-ნორმალური, ცხიმიანი თუ მშრალი.

უნდა გვახსოვდეს, რომ სახის კანის ცალკეული ნაწილები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს

თუ კანი ნორმალურია ცხვირზე, ქუთუთოებსა და ნიკაპის არეში შეიძლება ცხიმიანი იყოს, ხოლო შუბლსა და ლოყებზე -მშრალი.

თქვენი სახის წყობიდან გამომდინარე ვიზაჟისტები მაკიაჟის გაკეთების რამდენიმე წესს

გვთავაზობენ:

image

ოვალური სახე:

შეგიძლიათ ჩაამუქოთ თვალის გარეთა კუთხეები. ოვალური სახე კლასიკურ ტიპს მიეკუთვნება და არ საჭიროებს ზედმეტ მაკიაჟს.


მრგვალი სახე:

შეგიძლიათ ოდნავ ჩაიმუქოთ საფეთქლები და ლოყები, რომ სახემ ოვალური ფორმა მიიღოს, საერთოდ კი მრგვალი სახე მუდამ ახალგაზრდულ იერს გაძლევთ.


ოთხკუთხედი სახე:

მისი თავისებურებაა, მკაცრი გამომეტყველება. სახემ რომ სინაზე მიიღოს, საკმარისია

ჩავამუქოთ საფეთქლები, ლოყების ქვედა ნაწილი და გავაღიავოთ ქუთუთოები.


სამკუთხა სახე:

ვამუქებთ ზედა, სახის ფართო ნაწილს(საფეთქლებსა და ყვრიმალებს), ვაღიავებთ ქვედა ნაწილს.

image

ყველაზე პრობლემური ქალებისთვის თვალებისა და წამწამების შეღებვაა. ბევრი ხრიკი

თუ საშუალება არსებობს, რომლითაც შეგვიძლია ჩვენი თვალები და წამწამები აბსოლიტურად განსხვავებულად წარმოვაჩინოთ, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე კარგი გამოსავალი, ბუნებრივობის შენარჩუნებაა, მთავარია კოსმეტიკური საშუალება, ტუში იქნება ეს თუ ფანქარი, სწორად მოვარგოთ ჩვენი თვალის ჭრილსა და ფორმას. უპირველესად კი ნუ ვეცდებით ჩვენი თვალის ფორმის შეცვლას, რადგან ბუნებამ ამაზე უკვე იზრუნა. ყველა ქალს ისეთი ფორმის თვალები აქვს, როგორიც მის სახეს უხდება.

ნუშისებრი თვალები:

არ საჭიროებს არანაირ ტონს. ოდნავ შეიღებეთ ზედა ქუთუთო, ისე რომ გარეთა მხარეს არ შეეხოთ.


მრგვალი თვალები:

უფრო მეტყველი იქნება, თუ შიდა და გარეთა კუთხეებს შეიღებავთ.


წვრილი თვალები:

გადიდდება თუ, მოხაზავთ მათ გარედან, წამწამების გარშემო.


დაშორებული თვალები- შეიძლება დავუახლოვოთ ერთმანეთს გარეთა კუთხეების ჩამუქებით და შიდა კუთხეების გაღიავებით.

image

ყველაზე იოლი კი ქალებისთვის ტუჩების შეღებვაა. აქ მთავარი როლი მოდას უკავია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ღია ფერის თმების მქონე ქალები ღია ფერის პომადას უნდა ხმარობდნენ, ხოლო მუქთნიანები მუქი ფერის პომადას.

პომადაზე არანაკლებ ეფექტურია ტუჩის ფანქრის ხმარება.

შესანიშნავია, როცა პომადის ფერი ეხამება სახის ფერებსა და ლაქის ფერს.


სილამაზესა და ჯანმრთელობას გისურვებთ!

0
291
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0