x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საოცარი დამთხვევები,რომელსაც ძნელია ახსნა მოუძებნო
1- 1945 წლის 20 ივნისს საბჭოთა არქოლოგებმა გახსნეს თემურლენგის საფლავი.საფლავზე არქოლოგებმა აღმოაჩინეს წარწერა:"ვინც გახსნის თემურლენგის საფლავს, გაანთავისუფლებს ომის სულს და იქნება ომი ისეთი სასტიკი და დაუნდობელი, რომელიც არ ყოფილა დასაბამიდან დღემდე."


22 ივნისს გამთენისას ჰიტლერული გერმანია საბჭოთა კავშირს თავს დაესხა.

image



2-ავტომობილის სანომრო ნიშანი ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგი ფრანგ ფერდინანდისა, რაც გახდა საბაბი პირველი მსოფლიო ომის დაწყებისა იყო-III118.ოფიციალურად ომის დამთავრების თარიღია 11/11/18.


image




3-გუვერის კაშხლის მშენებლობაზე პირველი მუშა, რომელიც დაიღუპა იყო ჯ.გ. ტირნი, ეს მოხდა 1922 წლის 20 დეკემბერს.ხოლო მშენებლობის უკანასკნელი მსხვერპლი გახდა ტირნის ვაჟი...1935 წლის 20 დეკემბერს.

image




3-1895 წელს შტატ ოჰაიოში(აშშ) ერთმანეთს შეეჯახა ორი ავტომობილი, თითქოს ერთი შეხედვით აქ უცნაური არაფერია..მაგარამ საქმე იმაშია, რომ ოჰაიოში იმ დროისთვის სულ ორი ავტომობილი იყო.

image


4-ვიოლეტ ჯესოპი ( Violet Jessop)-თარსი სტიუარტი ქალი, ყოველ შემთხვევაში ყველა გემი, რომელზეც მსახურობდა ჩაიძირა."ოლიმპიკი", რომელიც კრეისერ "ჰოუკს" შეეჯახა, "ტიტანიკი" აისბერგს, ხოლო "ბრიტანიკი " ნაღმზე აფეთქდა.ვიოლეტი 1971 წელს გარდაიცვალა.

image




5-სტალინი, ჰიტლერი და ფრანც იოზეფ I( ავსტრიის იმპერატორი, უნგრეთის მეფე) ვენაში ერთდროულად ცხოვრობდნენ მეზობელ ქუჩაზე ვენაში 1913 წელს.

image




6-ვიდეოთამაშზე Deus Ex ერთ-ერთ მხატვარმა პროექტირების დროს დაუშვა შეცდომა, ქალაქის პეიზაჟის შექმნის დროს გამორჩა ტყუპი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი.ეს ლაფსუსი რომ დაემალათ თამაშის პროგრამისტებმა ტერაქტის ლეგენდა შექმნეს.თამაშის გამოსვლიდან ერთ წელში, 2001 წლი 11 სექტემბერს ტყუპი-კოშკები მართლაც ტერაქტის შედეგად განადგურდა.

image



7-ფინეთში 2002 წელს ტყუპი ძმები დაიღუპნენ 2 საათიანი სხვაობით.ორივე ველოსიპედით მოძრაობდა და ორივე გზის გადაკვეთის დროს მანქანამ გაიტანა.

image



8-1920 წელს პერუში მატარებლით მგზავრობის დროს სამმა ინგლისელმა ერთმანეთი გაიცნო.ერთს ერქვა ბინგჰემი, მეორეს პაუელი, ხოლო მესამეს ბინჰემ-პაუელი.

image


9-1900 წლის 28 ივლისს იტალიის მეფე უმბერტო I შევიდა რესტორანში სასაუზმოდ.რესტორნის მფლობელსაც უმბერტო ერქვა და როგორც ორი წყლის წვეთი ისე ჰგავდა მეფეს.მაგრამ საოცრებები მერე მოხდა, როდესაც მეფემ დაწვრილებით შეიტყო მის შესახებ, დაიბადნენ ერთ წელს და დღეს-1844 წლის 14 მარტს, ორივე ქალაქ ტურინში, მის ცოლსაც მარგარიტა ერქვა.მეტიც, უმბერტომ რესტორანი გახსნა მაშინ, როდესაც მეფის კურთხევა შედგა.მოგვიანებით რესტორნის მეპატრონე იარაღით მოკლეს..მოკლეს მეფე უმბერტოც.


არსებობს ლეგენდა, რომ როცა გაიგო მეფე უმბერტომ მის სიკვდილის შესახებ ჩაილაპარაკა:"როგორც ხედავთ ბიოგრაფია მთლად არ დაემთხვა ერთმანეთს, ის ზეცაშია მე კი..." და თითქოს ფრაზის დასრულება არ დასცალდა, ამ დროს ესროლეს.

image
10-ამერიკელმა მწერალმა ქალმა ენ პერიშმა ბუკინისტურ მაღაზიაში შეიძინა საყვარელი ზღაპრების წიგნი....იგი გახარებული მივიდა სახლში და ქმარს ახარა, ბედნიერია შენაძენით, რადგან ეს წიგნი ძალიან უყვარდა ბავშვობაში და მრავალჯერ ჰქონდა წაკითხული.როდესაც წიგნი გადაშალა ყდის შიდა მხრიდან აღმოაჩინა წარწერა:"ენ პერიში, ვებერ სტრიტი №209 კოლორადო."

image

3
834
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
834
  
2015, 22 აგვისტო, 12:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 21 აგვისტო, 19:27
კარგია.. ყველა ვიცი მეც მაქვს : ეს
2015, 21 აგვისტო, 11:33
ძალიან საინტერესოა.
0 1 3