x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
შიშველი უკრაინელი ტურისტების მოგზაურობა თბილისის მეტროში
image
უკრაინელი ტურისტი ზაპალ ზალასზოვი თავის ბლოგზე საქართველოში მოგზაურობის შესახებ შთაბეჭდილებებს აქვეყნებს სახელწოდებით "Georgia trip 2015: Пиво, ой и метрострой", სადაც იგი მკითხველს თბილისის მეტროს შესახებ ინფორმაციასაც აწვდის.

imageimage

"საქართველოში სტუმრობა რა თქმა უნდა არ ჩაივლიდა თბილისის მშენებარე და მოქმედი მეტროს დათვალიერების გარეშე. იგი ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და საბჭოთა კავშირში მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ მეოთხე მეტრო იყო. მეტრომშენებლების თქმით, მათ სპეციალობის სესაბამისი სამუსაო არა აქვთ და ამიტომ სახლების რემონტით შოულობენ ფულს.

imageimage


მეტროს მშენებარე ნაწილში ჩავედით და რამდენიმე წუთში ელექტრიკოსი ჩამოგვყვა. ყურადღებაც არ მოუქცევია ჩვენთვის ისე მივიდა ხმაურიან მილებთან და გამორთო, რომ საუბარში ხელი არ შეეშალა. შემდეგ გვკითხა, ვინ ვიყავით და რა გვინდოდა აქ. და უცებ მის წინ აღმოვჩნდი მე, სუპერგმირის კოსტუმში. ელექტრიკოსმა შეწუხებულმა შემომხედა. მოკლედ, ზევით აგვიყვანეს, სადაც 40 წუთი ვსაუბრობდით აფხაზეთის, ოსეთის და რა თქმა უნდა, დონბასის პრობლემებზე.
imageimage


შემდეგ მეტროს აქტიურ ნაწილში გადავინაცვლეთ. 2010 წლიდან თბილისის მეტროპოლიტენში ხურდა ფული ბარათით გადახდის სისტემამ შეცვალა. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია. ბარათი 2 ლარი ღირს და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დააბრუნოთ, ფულს უკან მიიღებთ. თბილისის მეტროს 22 სადგური აქვს, რომელიც ორ ხაზზეა განლაგებული. მე შემიყვარდა თბილისის მიწისქვეშეთი და კიდევ დავბრუნდები, რათა გაცილებით მეტი დრო დავუთმო ქალაქს", - წერს ზაპალ ზასალზოვი.


imageimage

ესეც უკრაინელი ტურისტის მიერ გავრცელებული ვიდეო:



0
410
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0