x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ჩოგბურთელმა მეტოქეს შუა თამაშის დროს შეყვარებულის ღალატის შესახებ აცნობა
imageავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირიოსმა გადაწყვიტა შუა თამაშის დროს წონასწორობიდან გამოეყვანა მეტოქე, შვეიცარიელი ჩოგბურთელი სტანისლავ ვავრინკი.




ეს მოხდა მონრეალში საჩოგბურთო ტურნირ "მასტერსის" სერიის მატჩების დროს.


პირველი სეტის წაგების შემდეგ ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა მომდევნო სეტის დაწყების წინ სტანისლავს მიაძახა:"შენს გოგოს ტენასი კოკინაკისთან (ავსტრალიელი ჩოგბურთელი)ჰქონდა ინტიმური კავშირი", ეს სიტყვები ტელეტრანსლიაციის დროს გაისმა, რადგან კირიოსი მიკროფონების სიახლოვეს იმყოფებოდა.


შედეგად ვავრინკმა მესამე სეტში შეწყვიტა თამაში, მოიმიზეზა რა ზურგის ტკივილი.



" ძალიან გავნაწყენდი კოლეგის გამოხტომით, მსგავს სიტყვებს თვით დაუძინებელ მტერს არასდროს ვეტყოდი, კაცი ასე არ უნდა იქცეოდეს, არც კორტებზე და არც მის ფარგლებს გარეთ"-აღნიშნა მოგვიანებით Twitter-ზე ვარვიკმა.


დიდი მუზარადის ორგზის გამარჯვებულმა, სტანისლავ ვარვიკმა ATP -ს მოსთხოვა დასაჯოს ნიკ კირიოსი.ის არასდროს გამოირჩეოდა სანიმუშო ყოფაქცევით.იგი რეგულარულად კონფლიქტშია მაყურებლებთან, მსაჯებთან თუ მოთამაშეებთან.ახლა კი ავსტრალიელი აშკარად ზღვარს გადასცდა.

image

ფოტოზე:ნიკ კირიოსი






АТР-მ მოთხოვნა დააკმაყოფილა.ნიკ კირიოსი 10 000$-ით დაჯარიმდა.





რაც შეეხება ვარვიკის შეყვარებულს, ლაპარაკია ხორვატ ჩოგბურთელზე დონა ვეკიჩზე.

imageფოტოზე:დონა ვეკიჩი

7
1169
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1169
  
2015, 15 აგვისტო, 10:06
არაფრის
2015, 15 აგვისტო, 10:04
გეთანხმები
2015, 15 აგვისტო, 10:03
მადლობა ჩემზე იყოს
2015, 15 აგვისტო, 10:02
გეთანხმები გავაზიარე
2015, 15 აგვისტო, 10:01
მაგ საქციელს ლაჩრობა ქვია,ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრია
2015, 15 აგვისტო, 9:58
ის კიდე არამზადააა
2015, 15 აგვისტო, 9:54
კარგი ჩოგბურთელია ვავრინკაც და ვეკიჩიც.
0 1 7