x
image
worldsport.ge
სერენა ბუშართან დამარცხდა

imageავსტრალიის ქალაქ პერტში ჰოფმანის თასის გათამაშება მიმდინარეობს. კანადისა და აშშ-ის ნაკრებთა შეხვედრისას ეჟენი ბუშარმა რეიტინგსიის ამერიკელ ლიდერ სერენა უილიამსს 6:2, 6:1 მოუგო. მოგვიანებით კორტზე მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის მონაწილენი, კანადელი ვაშეკ პოსპიშილი და ამერიკელი ჯონ იზნერი გავლენ.
ამავე A ჯგუფში ჩეხეთისა და იტალიის ნაკრებები გამოდიან. გუშინ ამერიკელებმა იტალიას სძლიეს. ჰოფმანის თასის წლევანდელი გათამაშების საპრიზო ფონდი მილიონი დოლარია და გამარჯვებულის ვინაობას 10 იანვარს შევიტყობთ.
გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
82
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0