x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XVI - ვინ არის შერლოკ ჰოლმსი?

საყოველთაოდ ცნობილ დეტექტივი, შერლოკ ჰოლმსი, ლონდონში, “ბეიქერ-სტრით 221-ბ" მისამართზე, ყოველდღიურად, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ასობით წერილს ღებულობს. თითოეულ მათგანში არის რთულ სიტუაციაში დახმარების თხოვნა. წერილებში მოთხრობილია ისეთი საქმეების შესახებ, რომლის გახსნა, ადგილობრივმა პოლიციამ ვერ მოახერხა.


შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი ლონდონში


პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ადამიანი, სახელით შერლოკ ჰოლმსი, რომელსაც დღემდე წერილებს წერენ, აქვს სახლ-მუზეუმი და ძეგლიც კი, სინამდვილეში არასოდეს არ არსებობდა, შესაბამისად, არ არსებობდა მისი განუყრელი მეგობარი დოქ. უოტსონი.

ჰოლმსის ძეგლიმაგრამ, ხომ არ შეიძლებოდა ასეთი გმირები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაჩენილიყვნენ? რა თქმა უნდა არა. ამიტომ, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ეს ადამიანები არსებობდნენ, მაგრამ მათ სულ სხვა სახელები ჰქონდათ.

ჰოლმსის პროტოტიპი ჯოზეფ ბელი არის. ქ. ედინბურგის უნივერსიტეტის, სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი და კონან დოილის ლექტორი, ხოლო დოქტორი უოტსონი - გადამდგარი მაიორი ვუდი, მწერლის დამხმარე და ახლო მეგობარი.

ჯოზეფ ბელი, მხოლოდ დოილის კი არა, ბევრი სტუდენტის კერპი იყო. ზოგიერთი მათგანი ცნობილი მწერალი გახდა. მაგ., რობერტ სტივენსონი, “განძთა კუნძულის ავტორი".

ჰოლმსის საყვარელი დედუქციული მეთოდის იდეა, სწორედ ჯ. ბელს ეკუთვნის. ის ხშირად ეუბნებოდა თავის სტუდენტებს - “დედუქციის ძალას მიეცით გზა" და დედუქციური მეთოდის დემონსტრირებას, პრაქტიკაშიც ახდენდა. ის პაციენტს მანამდე უსვამდა დიაგნოზს, ვიდრე ეს უკანასკნელი, პირს გააღებდა და რამეს იტყოდა. მას შეეძლო, ოდნავ შესამჩნევი ნიშნებით, განესაზღვრა ადამიანის ჩვევები, ცხოვრების წესი და დასაქმების ადგილი. როდესაც ის საუბრობდა, ყოველთვის, ყველაფერი მარტივად ჩანდა, მაგრამ მისი ანალიზის გამეორება არავის შეეძლო.

უჩვეულო წინასწარმეტყველების გარდა, პროფესორი არასტანდარტული გარეგნობითაც გამოირჩეოდა. ის იყო გამხდარი, ოდნავ მოღუშული. ჰქონდა ქორის პროფილი და კუთხოვანი მხრები. ახასიათებდა მკვეთრი მოძრაობები სიარულის დროს და ჰქონდა უჩვეულო ხმა. ასეთი ხმა ექიმმა მაშინ მიიღო, როდესაც ბავშვი გადაარჩინა სიკვდილისგან. ექიმმა, ბავშვის ყელიდან, დიფტერიის აპკი გამოწოვა. ამის შდეგად, ის შეიძლებოდ მომკვდარიყი, საბედნიეროდ გადარჩა, მაგრამ ხმის იოგები ისე დაუზიანდა, რომ ხმა სამუდამოდ შეეცვალა.

ჯოზეფ ბელი, 20 წლის მანძილზე, კონსულტანტად ირიცხებოდა პოლიციის განყოფილებაში და ამ ხნის მანძილზე, მან არა ერთი ჩახლართული საქმე გახსნა. ერთი სიტყვით, ართურ კონან დოილმა “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი"-ში, უჩვეულო ადამიანის ცხოვრება აღწერა, რომ მისი უდიდესი ღვაწლი არ დაკარგულიყო და იქნებ, ვინმესთვის მისაბაძი ობიექტი გამხდარიყო.



2
335
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
335
  
2015, 12 აგვისტო, 19:45
დიდი მადლონა ასეთი კარგი შეფასებისთვის
2015, 12 აგვისტო, 19:43
უმაგრესია,ჩემი საყვარელი მოთხრობებიც გმირი,სერიალის და ა.შ. უმაგრესი სტატიაა,ბელზე არ ვიცოდი ნამდვილად
0 1 2