x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო: 7 შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ

ამ მიმოხილვაში მოგიყვებით 7 ყველაზე გავრცელებული შეცდომის შესახებ და გეტყვით რეკომენდაციებსაც, რომლის შესრულების შემთხვევაში, უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ, ღვინის ყოველი ბოკალის შემდეგ.


როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო



შეცდომა №1: ღვინისათვის “სუნთქვის" საშუალების არ მიცემა


სპეციალისტები, ღვინის “სუნთქვაში", გულისხმობენ მის აერაციას ჟანგბადთან კონტაქტის დროს. ეს პროცესი იწყება, როდესაც ბოთლს საცობს მოხსნით. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ღია ბოთლში, ღვინო ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს, რადგან ბოთლის ყელი არც ისე დიდია. ამიტომ სრულყოფილი აერაციისთვის, საჭიროა ღვინის გადასხმა ბოკალში ან ისეთ ჭურჭელში, რომელსაც საკმაოდ განიერი პირი აქვს.

ითვლება რომ, ღვინოს თუ მისცემთ 15-20 წთ. “სუნთქვის" საშუალებას, ისიც და თქვენც, მოგებულები დარჩებით.


როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო


შეცდომა №2: ბოკალის პირამდე შევსება


იმისათვის, რომ ღვინით ისიამოვნოთ, მისი არომატი უნდა შეიგრძნოთ. არომატი კი იმ შემთხვევაში იგრძნობა, თუ ღვინოს საკმარისად დიდი თავისუფალი ადგილი აქვს ბოკალში. ითვლება რომ, თუ ბოკალი დიდი ზომის არ არის, ის მხოლოდ 1/3-ზე და კიდევ უფრო უკეთესი იქნება, 1/4-ზე რომ შეავსოთ.


როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო



შეცდომა №3: ფიქრი, რომ ღვინო სინთეტური საცობით უხარისხოა


სტატისტიკის თანახმად, ნატურალური საცობების ყოველი მეათე, დეფექტს შეიცავს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ღვინოის ხარისხზე. ამიტომ, ღვინის მწარმოებელი კომპანიების უმრავლესობა, სინთეტიკურ საცობს იყენებს.

სინთეტიკური საცობი უფრო კარგად იცავს ღვინის ხარისხს და არანაირ გემოს არ აძლევს ღვინოს.


როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო



შეცდომა №4: სიჩქარე


ღვინო არ უნდა გახსნათ გაგრილების გარეშე. გასახსნელი ღვინის ოპტიმალური ტემპერატურა, 14-18 გრადუსი არის. იმისათვის, რომ ამ ტემპერატურაზე დააყენოთ, თქვენ დაგჭირდებათ: ვედრო, ყინული, 2 ს. კ. მარილი და წყალი. ჩადგით ღვინის ბოთლი ვედროში, თავისუფლად დარჩენილი მოცულობის 1/3 ყინულით შეავსეთ, ჩაასხით იმდენი წყალი, რომ ბოთლის “მხრები" დაიფაროს და შეურიეთ წყალს მარილი. გააჩერეთ ამ მდგომარეობაში 30 წთ.


როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო



შეცდომა №5:ღვინის გაციება საყინულეში


როგორც არ უნდა გეჩქარებოდეთ, ღვინო არავითარ შემთხვევაში არ შედგათ საყინულეში. ისევ ვედრო და ყინული გამოიყენეთ, რადგან: საყინულეში მოხვედრილ ღვინის ბოთლს, ცივი ჰაერი, ჯერ გარედან აციებს და ყინავს. ბოთლის სქელი კედლების გაყინვას 30 წთ. ესაჭიროება. ამ დროის გასვლის შემდეგ თუ გამოიღებთ მაცივრიდან ღვინის ბოთლს, მისი კედლები ცივი, ხოლო ღვინო თბილი იქნება. საყინულეში, საჭირო ტემპერატურამდე რომ გაცივდეს ღვინო, ის მაცივარში 1-1, 5 სთ. უნდა გააჩეროთ.


როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო



შეცდომა №6: “ღვინის სარდაფის" სამზარეულოში მოწყობ


ნებისმიერ ღვინოს სიგრილე უყვარს და ის აუცილებლად უნდა ინახებოდეს ბნელ საცავში. ღვინის შენახვისათვის საუკეთესო ტემპერატურ 10-18 გრადუსია. არ შეიძლება ღვინის ისეთ ადგილზე შენახვა, სადაც ტემპერატურა ხშირად იცვლება. ამიტომ, თუ სარდაფი არა გაქვთ, შეინახეთ ღვინო კარადის ზედა თაროზე, ყველაზე შორეულ კუთხეში.


როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო



შეცდომა №7: წითელი ღვინო თევზთან ერთად


თევზთან ერთად, არ შეიძლება წითელი ღვინის მიტანა სუფრაზე. ამოირჩიეთ ნებისმიერი თეთრი ღვინო, თუ არ გინდათ რომ, ვახშმის შემდეგ, რამოდენიმე საათის

მანძილზე, მეტალის გემოს შეგრძნება გქონდეთ პირში.


როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო

0
2933
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2933
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0