x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პეტრე კოლხი: ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ კოჭებამდე შემოსილები უფრო მაკვირვებდნენ მათი გახრწნილებით, ვიდრე მოკლეკაბიანები, რომლებიც შინაგანი თავისუფლებით მიდიოდნენ უფალთან
image


სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი თავის ქალიშვილის თამამი ფოტოების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და თავის ქალიშვილს "ფეისბუქის" საშუალებით ღია წერილით მიმართავს, თუმცა ღია წერილის ადრესატი უფრო ქართული საზოგადოებაა.


''„Mari, კიდევ ერთი წერილის დაწერა დამჭირდა იმისთვის, რომ სათქმელი
დაუფარავად გითხრა... კარგია, რაც მოხდა... ძალიან მიხარია, ორი დღეა შენს
ფოტოებს აფრიალებენ დაუღალავად. ძალიან ბედნიერი ვარ, საკუთარი თვალებით
რომ დაინახე, რა შეიძლება მოყვეს შენს ყოველ ნაბიჯს... არც იმის იმედი
მაქვს, მავანმა წერილის პათოსი სწორად გაიგოს და შეაფასოს, მაგრამ ზუსტად
ვიცი, შენ აუცილებლად მიმიხვდები სათქმელს. შენთვის არასდროს დამიძალებია
ლეჩაქით და კოჭებამდე კაბით სიარული, არც ცეკვა-სიმღერა და აღარც შენი
მომავალი კარიერული წინსვლა. არასდროს მომითხოვია, ჩემი ნაბიჯით შენ
დამძიმდე და მთელი ცხოვრება მონობაში იყო, საზოგადოებრივი აზრს ემსხევრპლო
და პიროვნულად ვერ განვითარდე... პირიქით, ჩემგან ყოველთვის მხარდაჭერა
გქონდა და გექნება მომავალშიც, აკეთო ის, რაც საუკეთესოდ გამოგივა და
არასდროს დაინტერესდე სხვისი ცხოვრებით. ნურც დაბოღმილ ადამიანებს მიაქცევ
ზედმეტ ყურადღებას, თუ შეგიძლია, გაუგე, თუ არადა, უბრალოდ მოისმინე და
გაიარე... ყველას რომ პასუხი გასცე, მიზნამდე ვერ მიაღწევ... მთავარია,
უფლის სწავლებას არ უღალატო, შეიყვარო არა მხოლოდ ის, ვინც გაფასებს,
არამედ ისიც, ვინც ავადმყოფურად კრიტიკულია შენს მიმართ...


image



როგორც
გითხარი, მიხარია, რომ ასე მოხდა, რადგან ადრიდანვე მსურს შეეგუო, როგორი
ქარტეხილებით მოგიწევს სვლა... შენ თავისუფალი ხარ, უფალმა ყველაზე დიდი
ჯილდო მოგანიჭა, მართო და აკონტროლო საკუთარი თავი. არავის აქვს უფლება
შეგზღუდოს და არტახები დაგადოს... ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ
კოჭებამდე შემოსილები უფრო მაკვირვებდნენ მათი გახრწნილებით, ვიდრე
მოკლეკაბიანები, რომლებიც შინაგანი თავისუფლებით მიდიოდნენ უფალთან და არა
მასობრივი აზრის მიერ დაზომბირებული მიდგომებით...
ერი ამ
სიტუაციაში უწიგნურობის და საკუთარი კომპლექსების გამო იმყოფება...
დაკომპლექსებული მდგომარეობით კი თავისუფლებას ვერასდროს იპოვის... შენ
შეგიძლია ბევრი რამ შეცვალო... გახსოვდეს, ყველაფერი გამოგივა... ეს
“შტორმებიც" საინტერესოა... სხვა მხრივ აზრი არ ექნებოდა ცხოვრებას...
გული არაფერზე იტკინო... მე გზას გაგიკვალავ, შენ უკან გამომყევი,
აუცილებლად გავინაპირებთ.."

image

0
105
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0