x
image
ვიზა კოხაძე
მამაკაცებთან არასტაბილური და ხანმოკლე სასიყვარულო ურთიერთობებით გამორჩეულმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა საიდუმლოდ იქორწინა ( + ვიდეო )
imageმამაკაცებთან ხანმოკლე, მაგრამ მრავალმხრივი ურთიერთობებით გამორჩეულმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯენიფერ ენისტონმა ბოლოს და ბოლოს საიდუმლოდ იქორწინა.ამჟამად მან არჩევანი შეარჩია ჯასტინ ტერუზე, რომელთანაც მსახიობს 2012 წლიდან აქვს ურთიერთობა. როგორც წყარო წერს, სამწლიანი სასიყვარულო კავშირი ჯენიფერ ენისტონს ჯერ არავისთან ჰქონია.ქორწილი წყვილმა თავიანთ ვილაში ბენ აირში გადაიხადა.ცერემონია ვიწრო წრეში ჩატარდა და მოწვეული სტუმრების რაოდენობა სულ რაღაც 74 კაცისგან შედგებოდა.სტუმრებს შორის იყვნენ ლიზა კუდროუ, ჰოვარდ შტერნი, ელენ დეჯენერესი და ემილი ბლანტი.

მსახიობი და ვარსკვლავი ჯასტინ ტერუზე ჯერ კიდევ 2012 წელს დაინიშნა, მაგრამ უკვე აღარავის ეგონა, რომ ისინი ნამდვილად იქორწინებდნენ. მით უმეტეს, როცა საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ ჯენიფერი მამაკაცებთან არასტაბილური სასიყვარულო ურთიერთობებით ყოველთვის გამოირჩეოდა.

ცნობისათვის, ამერიკელი მსახიობი და ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი, პროდიუსერი, რეჟისორი და ამასთანავე " ბისნესვუმენი" ჯენიფერ ენისტონი 46 წლის გახლავთ, ხოლო მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი ჯასტინ ტერუ 2 დღეში 44 წლის გახდება.

imageimage


მსახიობს არა ერთი რომანი ჰქონდა სხვადასხვა მამაკაცთან, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ჯენიფერის სასიყვარულო ურთიერთობები ხანგრძლივი არასოდეს ყოფილა. 2004 წელს მან ბრედ პიტთან იქორწინა, მაგრამ მათი ცოლ - ქმრული კავშირი ხანმოკლე აღმოჩნდა.თუმცა აქ მიზეზი ხომ ბრედ პიტის ღალატს უკავშირდება, როცა ფილმ " მისტერ და მისის სმიდტების" გადაღებები მიმდინარეობდა.მაშინ გახდა ანჯელინას და ბრედის სასიყვარულო ურთიერთობა ცნობილი.image

ისევე, როგორც ხანმოკლე აღმოჩნდა ჯენიფერ ენისტონის ურთიერთობა ჯონ მაიერთან 2008 - 2009 წლებში, ტეიტ დონოვანთან 90 - იანი წლების დასაწყისში და ვოკალისტ image
ადამ Duritz 1995 წელს, ასევე Vince Vaughn.image

imageimageimage






0
215
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0