x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XIII - ,,მიწის ვაშლის" შემქმნელის ისტორია
“მიწის ვაშლის" შემქმნელის ისტორია


1475 წ. მოხდა ნაკლებად მნიშვნელოვანი ამბავი, რომელმაც შემდგომში უდიდესი შედეგი გამოიღო დას. ევროპისთვის. ცნობილ გერმანელ ასტრონომთან, იოჰან რეგიომონტანთან (ნამდვილი სახელი - იოჰან მიულერი (1436-1476)) სტუმრად მივიდა 16 წლის ახალგაზრდა, მარტინ ბეჰაიმი (1459-1507). ის მოვაჭრის ოჯახიდან იყო და მომავალში, მამის ადგილი უნდა დაეკავებინა, საოჯახო ბიზნესში. შუა საუკუნეების ევროპაში, ტრადიცია იყო, რომ შეძლებული მშობლების შვილები, ყველაფერს სწავლობდნენ, საითკეც გული გაუწევდათ, იმ მოტივით, რომ იქნებ მომავალში რამეში გამოსდგომოდათ. სწორედ ამ ტრადიციის გამო მოხვდა მარტინ ბეჰაიმი ცნობილ მეცნიერთან და ის ისე მოიხიბლა ვარსკვლავების რუკებით, რომ გადაწყვიტა მთელი ცხოვრება ამ რუკებისთვის მიეძღვნა.

, მიწის ვაშლის" შემქმნელის ისტორიაროდესაც მშობლებმა ამის შესახებ გაიგეს და გადაწყვეტილება ვერაფრით შეაცვლევინეს,

სახლიდან გააგდეს. მაგრამ, მარტინი არ დაიბნა და პირდაპირ ლისაბონში წავიდა და თან ასტროლაბი (ხელსაწყო რომლითაც შეიძლებოდა გემის მდებარეობის განსაზღვრა ღია ზღვაში). მსგავსი ხელსაწყო პორტუგალიელ მეზღვაურებს უკვე ჰქონდათ, მაგრამ მისი ხელსაწყო ბევრად უფრო სრულყოფილი იყო. ლისაბონში მან შეძლო მეფე ჟუან II


ასტროლაბისაზღვაო შტაბის სხდომაზე შესვლა და თავისი

ცოდნის დემონსტრირება.

პორტუგალიელებმა, მისი ცოდნა სათანადოდ შეაფასეს და ჯერ მეფის მრჩევლების გუნდში ჩართეს, ხოლო 1485 წ. რაინდად აკურთხეს.

იმავე წელს, ლისაბონის პორტში ორი გემი ააგეს და 3-წლიან ექსპედიციაში გაუშვეს, აფრიკის კონტინენტის შემოსავლელად. გემების კაპიტანი, ზღვის “მგელი", დიეგუ კანი იყო, ხოლო შტურმანი - მარტინ ბეჰაიმი.

გემებმა კურსი ჯერ მადეირაზე აიღეს, კანარის

კუნძულებს გვერდით ჩაუარეს და სამხრეთისკე წავიდნენ. ისინი განუწყვეტლივ

მიდიოდნენ და ღამეც არ ჩერდებოდნენ, რაც იმ

პერიოდში მიღებული არ იყო. ჩვეულებრივ,

ცურვისას, გემები ღამ-ღამობით ღუზას წყალში

უშვებდნენ. მეზღვაურებს გემზე შექმნილი

პირობები უჩვეულოდ ეჩვენებოდათ და

ერთმანეთში ჩურჩული დაიწყეს. მათ

განსაკუთრებით უცხოელი აღიზიანებდათ,

რომელსაც გამუდმებით რუკებში ჰქონდა თავი

ჩარგული. ეკიპაჟის წევრებს არაერთხელ გასჩენიათ მისი გემიდან გადაგდების სურვილი. მათ მხოლოდ ის აკავებდათ, რომ

მათთვის საეჭვო ტიპი, თავად მეფემ აკურთხა რაინდად და მონარქის წინააღმდეგ ვერ

ბედავდნენ წასვლას.

ცურვა კი გრძელდებოდა. შტურმანი ადვილად იკვლევდა გზას უკიდეგანო ოკეანეში და

მეზღვაურებმა ის თავისად მიიღეს, ხოლო როდესაც კაბო-ვერდეს კუნძულებს ჩაუარეს, კაბო-ვერდეს კ-ბი

მიხვდნენ, რომ ასეთ გამცილებელთან ერთად, შორს წავიდოდნენ.

გადიოდა თვეები, კონგოს შესართავთანაც მივიდნენ და პალო ჩაარჭეს, მეფის გერბით და ამის შემდეგ, უცხო მიწების პირისპირ აღმოჩნდნენ. ასე შორს, ფინიკიელების შემდეგ, 2000 წლის მანძილზე, არცერთი ევროპელი არ წამოსულა.

გავიდა 11 თვე და მათ სამხ. განედის

20 ° 50' მიაღწიეს და აფრიკის სამხ.

უკიდურეს წერტილამდე, მხოლოდ 1300 კმ. რჩებოდა ანუ სულ რამოდენიმე დღის

სავალი. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, კაპიტანმა არ იცოდა, ხოლო მეზღვაურებმა უარი

თქვეს ცურვის გაგრძელებაზი. ისინი ზღვაში უკვე 11 თვე იყვნენ და უკან დაბრუნებას,

ერთი ამდენი კიდევ სჭირდებოდა. კაპიტანი და შტურმანი იძულებულები იყვნენ მათ

დამორჩილებოდნენ და უკან დაბრუნდნენ.

ლისაბონში დაბრუნების შემდეგ, კაპიტანი კანი პოსტიდან გადადგა, ხოლო მ. ბეჰაიმმა,

აზორის გუბერნატორის ქალიშვილზე იქორწინა და 1490 წელს, გერმანიაში, თავის

მშობლიურ ქალაქში, ნიუნბერგში დაბრუნდა, სადაც ის რუკებზე მუშაობდა და 1492 წელს “დედამიწის ვაშლი" ანუ პირველი გლობუსი შექმნა. მალე გლობუსები სხვა კარტოგრაფებმაც დაამზადეს და პირველი გლობუსის ავტორს, გლობუსების რეალიზაციიდან დიდი შემოსავალი არ მიუღია. ის 1493 წ. ლისაბონში დაბრუნდა და

სიცოცხლის ბოლომდე პორტუგალიაში ცხოვრობდა.

0
407
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0