x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508619
ქარწაღებულის ძიებაში – ვივიენ ლი
"ის ისეთი მშვენიერია, რომ არ ჭირდება იყოს ნიჭიერი, და ის ისეთი ნიჭიერია, რომ არ

ჭირდება იყოს ლამაზი" – წერდნენ ვივიენ ლიზე ამერიკული გამოცემები. ის უამრავი

ადამიანის კერპი იყო მთელს მსოფლიოში. შეუძლებელია უბრალოდ არ შეგიყვარდეს

ასეთი ეგზოტიკური, კაშკაშა, ექსტრავაგანტული სკარლეტ ო'ჰარა.



image


რამდენიმე ფაქტი ყველასათვის საყვარელი მსახიობის ცხოვრებიდან:


1. ვივიენ ლის ნამდვილი სახელი – ვივიან მერი ჰარტლია. მას ინგლისელად მოიხსენიებენ, თუმცა მხოლოდ მამამისი იყო ბრიტანელი. დედამისის ძარღვებში კი

ირლანდიური, ფრანგული და სომხური სისხლი ჩქეეფდა.


image


2. ვივიენს ბავშვობიდან უნდოდა მსახიობი გამხდარიყო. მშობლებს ძალიან უყვარდათ

მათი ერთადერთი ქალიშვილი და არაფერზე ეუბნებოდნენ უარს. მამა დაეხმარა მას,

რომ ლონდონის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩაებარებინა.


3. როდესაც სწავლას ამთავრებდა, ის უკვე გათხოვილი იყო. 1931 წლის მიწურულს,

შეხვდა ჰერბერტ ლი ჰოლმანს, ადვოკატს, რომელიც მასზე 13 წლით უფროსი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მას არ მოსწონდა ის ადამიანები, რომლებიც თეატრთან იყვნენ

კავშირში, ისინი მაინც დაქორწინდნენ. ამ ქორწინებაში ვივიენს ქალიშვილი ეყოლა,

რომელსაც სიუზანი დაარქვეს.


4. მეგობრებმა შესთავაზეს მას ეთამაშა პატარა როლი ფილმში "საქმე კარგად მიდის." ეს

ფილმი ვივიენის კინოდებიუტი გახდა. ამის მერე, მან დაიქირავა აგენტი ჯონ გიდონი,

რომელმაც დაარწმუნა ის, რომ სახელი "ვივიენ ჰოლმანი" შეუფერებელი იყო მისი სამსახიობო კარიერისთვის, ამიტომაც მან აიღო სახელი "ვივიენ ლი."


5. ლოურენს ოლივიემ ვივიენი "კეთილშობილების ნიღაბში" ნახა. ის ძალიან მოიხიბლა ლის გრაციოზულობით და მალევე მათ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა. თუმცა, მას მერე რაც ერთად ითამაშეს ფილმში "ხანძარი ინგლისის თავზე, " მიხვდნენ,

რომ მათი გრძნობები მეგობრულზე უფრო მეტია. ვივიენი და ლოურენსი ოფიციალურად მხოლოდ მათი რომანის დაწყებიდან 6 წლის მერე დაქორწინდნენ,

რადგანაც მათი ყოფილი მეუღლეები დიდი ხნის მანძილზე განქორწინებაზე უარს

ეუბნებოდნენ.

image

6. სწორედ ლოურენსმა ურჩია მას "ქარწაღებულნის" სინჯებზე წასულიყო. სკარლეტის როლზე პრეტენზიას დაახლოებით 500 მსახიობი აცხადებდა, მათ შორის ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავებიც. თუმცა, ლი დარწმუნებული იყო, რომ მასზე კარგად სკარლეტ ო'ჰარას როლს ვერავინ შეასრულებდა. ეს პროდიუსერებმაც შენიშნეს და ახალგაზრდა ქალი როლზე დაამტკიცეს.



7. ლიმ და ოლივიემ ერთად ითამაშესimage

"ლედი ჰამილტონში"(1941), სადაც

ლოურენსი ჰორაციო ნელსონის როლს

თამაშობდა, ვივიენი კი – ემა

ჰამილტონის. ამ როლმა დაამტკიცა

ლის, როგორც ჰოლივუდის

ვარსკვლავის სტატუსი. ეს კინოსურათი არა მარტო კრიტიკოსებმა მოიწონეს, ის

იქცა თავად ვარსკვლავის საყვარელ

ფილმად.


8. ვივიენი და ლოურენსი პრეზიდენტ

ჩერჩილის საყვარელი მსახიობები იყვნენ. ის სიცოცხლის ბოლომდე ეპატიჟებოდა

ვარსკვლავურ წყვილს ვახშმად.


9. ლიმ ვერ შეძლო ქმრისთვის ბავშვი გაეჩინა, თუმცა ამაზე ოცნებობდა. მათ ერთად 20

წელი იცხოვრეს. მიუხედავად მტკივნეული განშორებისა, ვივიენს ბოლომდე სჯეროდა,

რომ ქმარი დაუბრუნდებოდა. მან ლოურენსის გვარიც კი შეინარჩუნა და "ლედი ოლივიედ" დარჩა.


10. ვივიენი ძალიან ბევრს ეწეოდა. მარტო "ქარწაღებულნის' გადაღებისას დღეში ოთხ

კოლოფი სიგარეტი არ ჰყოფნიდა. ამასთან, ის ქრონიკული ტუბერკულიოზით იტანჯებოდა. სამედიცინო დასკვნის თანახმად, მსახიობი ზუსტად ამ ავადმყოფობით გარდაიცვალა. მას პანიკურად ეშინოდა ექიმების და საავდმყოფოების, მაგრამ 50-იანი წლების დასაწყისში ლი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. უკვე მისი სიკვდილის მერე დადგინდა, რომ მსახიობის შიშები შემთხვევითი არ ყოფილა. ექიმები, ტუბერკულიოზის მკურნალობისას უნიშნავდნენ ისეთ პრეპარატს, რომელიც ფსიქიკურ

აშლილობას იწვევდა.


11. თავისი კინოკარიერის მანძილზე ვივიენ ლიმ ორი "ოსკარის" პრემია მიიღო ამერიკელი ლამაზმანების განსახიერებისთვის: სკარლეტ ო'ჰარა – ფილმში "ქარწაღებულნი"(1939) და ბლანშ დიუბუა – "ტრამვაი სახელად "სურვილი" (1951).


12. 1967 წლის მაისში ლის ტუბერკულიოზის შეტევები დაეწყო. 7 ივლისს საწოლს მიჯაჭვული მსახიობი გარდაიცვალა. ვივიენის სხეულის კრემაციის მერე, მისი ფერფლი

ტბაზე მიმოაბნიეს, იმ სოფელთან ახლოს სადაც ლის საზაფხულო სახლი იყო, აღმოსავლეთ სასექსის საგრაფოში.


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image





















0
326
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0