x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მადლობის წერილი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, ბატონ - გიორგი მღებრიშვილსა და მის პირველ მოადგილეს - ბატონ კახი კახიშვილს

imageimage">>> ვინც თვალყურს ადევნებს, ჩემს საქმიანობასა და აქტივობებს, ამა თუ იმ მიმართულებით, ემახსოვრება ჩემი ღია წერილის შინაარსი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და მისი მოადგილის მისამართით, სადაც საუბარი იყო ერთი კონკრეტული მსჯავრდებულის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, რამაზ ასლანიშვილის მიმართ, ამ სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის მხრიდან უყურადღებობაზე და ამ კონკრეტული ფაქტის განზოგადებით, ღია წერილის ადრესატებს მივუთითებდი, რომ ამ სამინისტროს "აქილევსის ქუსლს", მიმდინარე წარმატებული რეფორმების ფონზე, სწორედ აღნიშნული დეპარტამენტი წარმოადგენდა. ამ წერილის პრესაში გამოქვეყნების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, ჩემი მოსაზრება დაადასტურა და მინდა გაცნობოთ, რომ საკმარისი იყო, ამ კონკრეტული თემის შესახებ ცნობილი გამხდარიყო, სამინისტროს პირველი პირებისათვის, რომ მაშინვე მოხდა ადექვატური რეაგირება და დღეს უკვე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ოპერაციაც ჩაუტარდა და მშიდობიანად დაბრუნდა საკუთარი განთავსების ადგილას... მინდა გულწრფელი მადლობა გადაუხადო, ბატონ მინისტრს - გიორგი მღებრიშვილსა და მის პირველ მოადგილეს - ბატონ კახი კახიშვილს, ესოდენ მაღალი და ეფექტური მენეჯმენტისა და გულისხმიერებისათვის!!! ამ კონკრეტულმა ფაქტმა კი, ვთვლი, რომ გამოავლინა ხარვეზები, (მათ შორის საკადრო და კომუნიკაციის სფეროში). დარწმუნებული ვარ (და ამის იმედს, კონკრეტული მოცემული მაგალითი მაძლევს), რომ ამ მიმართულებითაც გადაიდგმება ის ეფექტური და ნაყოფიერი ნაბიჯები, რაც თითოეულ მსჯავრდებულს უზრუნველჰყოფს, ნორმალური ჯანდაცვის უფლებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონებო, პირადად ჩემი და მსჯავრდებულის ოჯახის წევრების სახელით!!! ყველა მიმდინარე თუ დაგეგმილ სასიკეთო რეფორმების გატარებისას, თქვენს გვერდში მიგულეთ, ყოველგვარი ჩემს ხელთ არსებული ბერკეტებითა თუ რესურსებით!!! უღრმესი პატივისცემით, ადვოკატი - ლაშა სტურუა. "image

0
142
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0