x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"პამპერსები გაიკეთეთ, ძვირფასო "ცენტრ-პოინტელებო!" - ვახტანგ რჩეულიშვილი
ვახტანგ რჩეულიშვილი „ცენტრ-პოინტის“ თანამშრომლებს მიმართავს და სოციალურ ქსელში შემდეგ განცხადებას აქვეყნებს:


image



„პამპერსები გაიკეთეთ, ძვირფასო ცენტრ-პოინტელებო!
"ცენტრ-პოინტში" ასეულობით ადამიანი მუშაობდა (მუშებთან ერთად ათასობით, მაგრამ აქ მაღალანაზღაურებად სამსახურზეა საუბარი) და თითქმის არავინ არ იცავს "ცენტრ-პოინტის" პოზიციას საჯაროდ, თუნდაც ფბ-ზე. ჩაფსმულები არიან- ეტყობა საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებულები. საბედნიეროდ გამოჩნდა ისეთიც, ვინც პირველმა დაარღვია ეს დუმილი (მადლობა მას) : Irma Xaxutaishvili .

ვიცი, ეხლა რასაც დავწერ, ბევრს არ მოეწონება, მაგრამ არ შემიძლია რომ არ დავწერო. მაიას სიკეთით ყველაზე ნაკლებად მე მისარგებლია, მაგრამ მე როდესაც ვმუშაობდი "ცენტრ-პოინტში", უამრავმა ჩემმა ახლობელმა შეიძინა ბინა მანდ და მე მაქედან წამოვედი მიახლოებით 2008 წელს, და იცით როდესაც იქედან მოვდიოდი ბევრ ახლოებლს ვუთხარი, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი თანხა უკან გამოიტანოთ არ არის პრობლემა-თქო, და იცით რას მპასუხობდნენ? - არა, იყოს, 300 $-ად ვიყიდეთ, ეხლა უკვე ძვირია(უცებ გაძვირდა იმ პერიოდში), როცა აშენდება, აშენდებაო, რა გვეჩქარებაო. არადა მართლაც იყო პერიოდი - ყველას შეეძლო ფულის გატანა, ეგ კომპანიისთვისაც კარგი იქნებოდა 300 $ -ად გაყიდულ ბინებს(უცებ გაძვირებულ) იმ მომენტისთვის რეალურ ფასად გაყიდდა და შეიძლება ეს კრიზისიც ესეთი მძიმე აღარ ყოფილიყო და მყიდველიც მოგებული დარჩებოდა. თუ ეჭვი ეპარებოდათ რამეში, მაგ ფულით სხვა რამეს შეიძენდნენ, თუმცა როგორ მოიქცნენ? - არ გაიტანეს, პირიქით, ბევრმა მათგანმა ფულის შემოტანაც კი შეწყვიტეს, შემდეგ ომი, შემდეგ იმედი, იქნებ რამენაიარად მაინც დაემთავრებინათ ბინები და მოხდა ის, რაც მოხდა, ამას იმიტომ ვწერ რომ გული მწყდება, მაიაზე რომ ამბობენ თაღლითიო, ჩემი იქ მუშაობის მცირე მომენტში კარგად მახსოვს, როგორ მიდიოდა ობიექტებზე გაუფრთხილებლად, ცემენტის სინჯებს იღებდა, ლაბორატორიაში მიჰქონდა შესამოწმებლად, მახსოვს იმ პერიოდში სხვა კომპანიები სპორტის სასახლესთან კორპუსებში თითო ბინას 10 -20 ადამიანზე რომ ყიდდა მაია როგორ უფთხილდებოდა თითოეულ მესაკუთრეს, არადა შეგნებულად ესეთი ვარიანტის დაშვება კი არა, შეცდომაც რომ მომხდარიყო, 20 წუთს აძლევდა თანამშრომლებს გამოსასწორებლად, კარგით რა ცენტრ-პოინტი რომ ესეთ დღეშია გარდა რჩეულიშვილებისა, მესაკუთრეებისაც და სახელმწიფოს ბრალიცაა და იმის მაგივრად რომ დაერიოთ ერთმანეთს, პირიქით ერთად გამოსავალზე იფიქრეთ, სახელმწიფომაც აიღოს მისი წილი პასუხისმგებლობა, ისინი ხომ სამართალმემკვიდრეები არიან წინა ხელისულფების . ვოტ ..მაგრამ სიმართლე ეგაა!
მადლობა ირმას, დანარჩენებმა კი პამპერსები გაიკეთეთ !“, - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.



(სტილი დაცულია)

0
586
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
586
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0