x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508602
მხოლოდ ქალებისათვის-ლამაზი მკერდის საიდუმლო
image





თუ თქვენ ქალი ხართ, ე.ი. თქვენი მთავარი "იარაღი" მკერდია. ლამაზი მკერდი ყველა ქალის ოცნებაა. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ "ამ სიმდიდრეს" ( განსაკუთრებით, დიდი ზომისას) მოვლა სჭირდება.


1. დიეტას ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ყველა ქალი მიმართავს. მაგრამ სანამ კვებას აკრძალავთ და წონის დაკლებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, შიმშილით მხოლოდ მუცლის ცხიმები არ იწვება, მკერდის ზომაც მცირდება და დროისი მოკლე მონაკვეთში წონის სწრაფი დაკლება მკერდისთვის სახარბიელო არაა, რადგან ზომის შემცირებასთან ერთად სიმკვრივესა და ფორმასაც კარგავს. ასე რომ, თუ რამდენიმე დღეში წვეულებაზე მიდიხართ, კარგად დაფიქრდით, იქნებ უმჯობესია, ერთი ზომით დიდი კაბა ჩაიცვათ?!


2. საკვები ზემოქმედებას ახდენს მკერდის სილამაზეზე. დიდი რაოდენობით ყავა და ჩაი მკერდის ქსოვილს აზიანებს. შვრია და შავი ბრინჯი კი მის სილამაზეს უწყობს ხელს.



3. ძალიან მნიშვნელოვანია ბიუსჰალტერის ზომის სწორად შერჩევა. ის უნდა იყოს ზუსტად თქვენი მკერდის ზომის. ნუ ივლით ბიუსჰალტერის გარეშე, ეს მკერდის დაბლა დაწევას შეუწყობს ხელს.


4. ნამზეური მკერდზე ცუდად მოქმედებს, ეცადეთ დეკოლტე მოარიდოთ მზეს.


5. მასაჟი აუცილებელია! დაიწყეთ ქვედა მხრიდან ნელ-ნელა მკერდის ცენტრისაკენ სვლით. მასაჟისათვის გამოიყენეთ შესაბამისი ზეთი ან ტანის რძე. რძე და ზეთი ხელს შეუწყობს კანის ელასტიურობის შენარჩუნებას.


6. ჰიდრომასაჟი ყველაზე მარტივი მეთოდია, რომელიც მკერდის მოვლაში დაგეხმარებათ. ის ამაღლებს მკერდის კუნთების ელასტიურობას და სიმკვრივეს, ასევე დადებითად მოქმდებს მკერდის კანზე. ცივი წყალი კი მკერდის მოვლის საუკეთესო საშუალებაა. შხაპის დროს მკერდი მიუშვირეთ ცივი წყლის ჭავლს და წრიული მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი.


7. ყინული მკერდის (ისევე როგორც სახის) კანისთვის ძალიან სასარგებლოა. ა) ერთი კონა გასუფთავებული ოხრახუშის ფოთლებს დაასხით 1, 5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წთ-ის მანძილზე. გაციების შემდეგ დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი. გადაწურეთ და გაყინეთ სპეციალურ ყინულის ფორმაში. ბ) 2-3 ს/კ მშრალ მენთოლს ან პიტნას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ და გაყინეთ ფომრაში. ყოველ დილით გაიწმინდეთ მკერდი ამ ყინულით.


8. თუ ხერხემლის პრობლემები გაქვთ, ლამაზ მკერდს მალე დაემშვიდოებებით. მოხრილი ზურგი ყველაზე საშიშია მკერდისთვის. "კომპიუტერების ეპოქაში" ალბათ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას დღის უმეტესი ნაწილის გატარება კლავიატურასთან დახრილს უწევს. ეცადეთ, თავი აკონტროლოთ და ყურადღება მიაქციოთ ჯდომის მანერას. გააკეთეთ ვარჯიშები, რაც ზურგის სისწორეს შეუწყობს ხელს ან სახლის პირობებში - თავზე დაიდეთ სქელტანიანი წიგნი და რამდენიმე წუთის განმავლობასი ასე იარეთ.


9. თვეში ერთხელ გაიკეთეთ შემდეგი პროცედურა: ორ სუფრის კოვზ ხაჭოს შეურიეთ ორი ჩაის კოვზი ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი. (შეიძლება დაამატოთ ცოტაოდენი არაჟანი. ზაფხუში კი ხილის წვენი) მიღებული მასა დაიდეთ თხლად ყელსა და მკერდზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი, სლაბი გვირილის ნაყენით.


10. ლამაზი მკერდი ფუფუნებაა, აი ჯანმრთელი მკერდი კი აუცილებლობაა. მოუფრთხილდით მკერდს. თვალყური ადევნეთ მას და პირველვე ცვლილების შენიშვნისას მიაკითხეთ ექიმს. გარდა ამისა, 18 წლის შემდეგ ყველა ქალი წელიწადში ერთხე უნდა სტურობდეს მამოლოგს, რათა თავიდან ავირიდოთ გართულებები.


თუ თქვენ ახალგაზრდა ხართ და იდეალური მკერდი გაქვთ, შესაძლოა, ეს რჩევები ზედმეტად მოგეჩვენოთ, მაგრამ გახსოვდეთ, მკერდს მანამდე უნდა მოვუაროთ სანამ ფრომას დაკარგავს. თუ ერთ დღეს სარკეში საკუთარმა მკერდმა შეგაშინათ, მასაჟები და ნიღბები უკვე დაგვიანებული იქნება და ქირურგიული ჩარევის იმედადღა დარჩებით. გაიხადეთ მკერდის მოვლა ყოვედღიურობად და შეინარჩუნეთ ჯანმრთელი და ლამაზი მკერდ.

0
878
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
878
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0