x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ყველაზე ლამაზი ფილმები

image

1. "ლამაზმანი"

მილიონერი მამაკაცი მეძავს დაიქირავებს. ქალი ძალიან ლამაზი და ჭკვიანია, ის ყიდის სხეულს და ზღაპრულ პრინცზე ოცნებობს, რომელიც მივა და განსაცდელისგან იხსნის...

image



2. "უბის წიგნაკი"

თუ თქვენ ჯერ ისევ ფიქრობთ, რომ სიყვარული უკვდავი არაა, მაშინ ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ. ფილმის გმირები ერთ ცხელ ზაფხულს გაატარებენ ერთად, ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან და გარკვეული მოვლენები გავლენას მოახდენს მათზე და სხვადასხვა გზით წავლენ, მაგრამ სიყვარული მარადიულია და ამის დასტური ბიჭია, რომელიც ცდილობს ჩანაწერებით გაახსენოს ქალს წარსული.

image


3. "წერილები ჯულიეტასთვის"

აი, კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ფილმი. ახალგაზრდა გოგო წერილებს აღმოაჩენს და ცდილობს, ძველი სიყვარულის ისტორია გააცოცხლოს.

image


4. "წინადადება"

თუ თქვენ გყავთ აუტანელი ბოსი, რომელიც გძულთ, კარგად დაფიქრდით, შეიძლება ეს სიძულვილი არაა და თავდავიწყებით ხართ შეყვარებული.


image

5. "ქარწაღებულნი"

მარგალეტ მიტჩელის დაუვიწყარი რომანის ეკრანიზაცია. "აბსოლუტური შედევრი" ასე უწოდეს ფილმს კრიტიკოსება.


image

6. "სამი კაკალი კონკიასათვის"

თუ ლამაზ სასიყვარულო ისტორიებზე ვსაუბრობთ, მაშინ აღნიშნული ფილმის გამოტოვება, დანაშაულია. ეს არის ყველაზე თბილი და ლამაზი ფილმი, მათთვისაც კი, ვინც "კონკიას" ასაკში დიდი ხანია აღარაა.


image

7. "ტკბილი ნოემბერი"

ვალდებულებებისაგან თავისუფალი ურთიერთობა, მკურნალობა სიყვარულით, ახალი თვე ახალი პაციენტი, მაგრამ ნოემბერი განსაკუთრებით ტკბილი და სევდიანი აღმოჩნდა. კარიერისტი სარეკლამო აგენტისა და ექსცენტრიული ქალის ულამაზესი სიყვარულის ისტორია.


image

8. "ჯეინ ეარი"

შარლოტა ბრონტეს "ჯეინ ეარი", ალბათ ყველა გოგოს ბავშვობის ნაწილია. ჯეინ ეარი, ობოლი და ძალიან ჭკვიანი გოგო, მისტერ როცესტერის მამულში პატარა გოგონას აღმზრდელად დაიქირავეს. მოსაწყენ ცხოვრებას მეპატრონეს მამაულში ჩამოსვლა ცვლის. ჯეინს როცესტერი უყვარდება.


image

9. "გაქცეული პატარძალი"

ყველა მეგიზეა შეყვარებული, მაგრამ საკურთხევლამდე მისი მიყვანა შეუძლებელი გახდა, ის გარბის საკუთარი ქორწილიდან. მეგის უცნაური ქცევით ჟურნალისტი დაინტერესდება, ის მიდის, რათა პირადად დაესწროს კიდევ ერთ ქორწილს, რომელზეც ყველა დარწმუნებულია, რომ პატარძალი ისევ გაიქცევა.


image

10. "ტიტანიკი"

და ბოლოს, "ტიტანიკი", სიყვარული და ბრძოლა გადარჩენისთვის.

3
929
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
929
  
2015, 10 აგვისტო, 17:39
შემოდგომა ნიუ-იორკში
2015, 24 ივლისი, 18:40
არაფრით , უბრალოდ ყველა ვერ ჩავტიე ერთ სტატიაში. :)
2015, 24 ივლისი, 17:04
ნოტინგ ჰილი, კეიტი და ლეო, რით არის ნაკლები?
0 1 3