x
image
natia.a
IQ ტესტი ქართველი დეპუტატებისთვის

imageექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პარლამენტში გუშინ განვითარებული მოვლენების გამო, დეპუტატების მიერ IQ ტესტის გავლის საჭიროებაზე საუბრობს და სოციალურ ქსელში იმ მარტივ კითხვებს აქვეყნებს, რომელსაც კანონმდებლებმა პასუხი უნდა გასცენ:


გუშინდელის შემდეგ დეპუტატებისთვის აიქიუ ტესტი შევადგინე. აბა ნახეთ და იქნებ რამე დაუმატოთ:

კითხვა 1. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ 5 ვაშლი. მაშ ასე, რამდენი ვაშლი გაქვთ თქვენ?
სწორი პასუხის ვარიანტები:
1. მაქვს 4 ვაშლი (ერთი მასონებმა შემიჭამეს)
2. მაქვს 7 ვაშლი (3 ჩამიდო მოწინააღმდეგე პარტიამ. ხუთს პლიუს სამი ხო შვიდია...)
3. მაქვს 5 ვაშლი (ასე მკარნახობს ვიღაც უკნიდან)
4. მაქვს ნახევარი ვაშლი (შევამოწმე და ვაშლი არ მაქვს, ტელეფონი მაქვს და ჩაკბეჩილი ვაშლი ახატია)

კითხვა 2. საიდან მოდის წვიმა?
სწორი პასუხის ვარიანტები:
1. დეპუტატი ვარ და მაგისთვის არ მცალია
2. სოლოლაკიდან
3. ოდესიდან
4. ზემოდან

კითხვა 3. რომელ კონტინენტზე მდებარეობს საქართველო?
სწორი პასუხის ვარიანტები:
1. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია სამშობლოსთვის მიცემს გული
2. არ გვინდა ჩვენ არც ამერიკა და არც რუსეთი
3. ევრაზიის
4. ევროკავშირის

კითხვა 4. რა არის ნატო?
წორი პასუხის ვარიანტები:
1. ნატო ისაა 37 მანეთი რო არ ყოფნის და სტენკას რო დგამს
2. მაპი რო ჭირდება
3. ნუ მინგრევ ოჯახს
4. კაი ახლა, ტყემალი გამაქვს რუსეთში და დამანებე თავი

კითხვა 5. რამდენი ხნით ხართ არჩეული პარლამენტში?
სწორი პასუხის ვარიანტები:
1. რამდენითაც უფროსი მეტყვის
2. 9 წელი რომ იყვნენ იგინი მაგის გამოსწორებას ერთი ამდენი მაინც ხო უნდა
3. როგორც კანონში წერია (რო ჩავიხედავ გეტყვი)
4. არჩეული არა ისა, მე ხო ვიცი როგორც მოვხვდი აქ "- წერს თორნიკე შარაშენიძე

0
261
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0