x
image
natia.a
"ოლიმპიელის ნახტომი ანუ აურზაური ცალტვინეთში"

image


"ოლიმპიელის ნახტომი ანუ აურზაური ცალტვინეთში"

- ასეთი სათაურით აქვეყნებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია გუშინ, 26 დეკემბერს, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შესახებ სტატუსს.


"იმედია, არავინ იქნება იმდენად მიამიტი, რომ ეს კადრები მართლა ნამდვილი ჩხუბის ამსახველი ეგონოს.
როგორც ვიდეომასალის ხარისხიდანაც კარგად ჩანს და როგორც ამ ცოტა ხნის წინ სანდო ნაკადულებმა მაცნობეს, სიანმდვილეში ეს გახლავთ 10-წუთიანი მონაკვეთი (პირობითი სათაურით -"კაკო ყაჩაღი") ამერიკის კინოაკადემიის მიერ დაკვეთილი ტრილოგიისა
- "ოლიმპიელის ნახტომი ანუ აურზაური ცალტვინეთში".
(არა! "აურზაური სალხინეთში" ლანასია, ამას კი იღებენ პარლამენტარი რეჟ-ქოცები - გ.ქავთარი და ნ.ქანთარი; მთავარ როლებში: ზ.ახმეტელი, აკ. ხონსკი, გ. ვოლსკი, ს.სვანსკი, ივ.კიღური, სერ. რატინი, პეტ. ცისკარი ირ. ტრი-პოლსკი და სხვები). ფილმის ჩვენება გაიმართება 2015 წლის გაზაფხულზე -- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დღეებში." - წერს ლევან ღვინჯილია. და თან ურთავს ვიდეოს, რომელზეც, რომელზეც დეპუტატ ზვიადაურის "ნახტომის" ამსახველი კადრია დაფიქსირებული.


0
192
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0