x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თანამედროვე მობილური კულტურის ცინიზმი-სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი?
imageშტატ ოჰაიაოს მაცხოვრებელი დააკავეს იმის გამო, რომ მობილური ტელეფონით გადაიღო სასიკვდილო ავტოავარია და დასახმარებლად თითიც არ გაუნძრევია.


პოლ პელტონი (Paul Pelton)გახდა საშინელი ავტოვარიის მოწმე, მან ამოიღო მობილური ტელეფონი, გადაიღო, დადო "ფეისბუქზე" და შეეცადა ვიდეომასალა მიეყიდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის.


ავტომობილის საჭესთან მჯდომი, 17 წლის ზაკ გუდინი გადარჩა, ხოლო მისი მგზავრი ასევე 17 წლის კამერონ ფრენდი ( Cameron Friend), დაიღუპა.

image


ავარია მას შემდეგ მოხდა, როდესაც ავტომობილმა გადაკვეთა რკინიგზის ხაზი, შემდეგ მძღოლმა დაკარგა მასზე კონტროლი და გზისპირას მდგარ სახლს შეასკდა.


პელტონი მედიკოსებზე და პოლიციაზე ადრე მივიდა ავარიის ადგილზე და ნაცვლად იმისა, რომ მიხმარებოდა, დაიწყო დამტვრეული ავტომობილის მობილურით გადაღება, თან ავტოავარიის მსხვერპლთ "იდიოტები" უწოდა.


პელტონმა უკანა კარი გააღო, იმის გულისთვის კი არა, რომ დახმარებოდა, არამედ ვიდეოსთვის უფრო მეტი ეფექტურობა რომ შეეძინა, სხვათა შორის მან კიდევ ერთი კანონი დაარღვია:შევიდა უცხო ადამიანის ავტომობილში(თუ საჭიროება არ მოითხოვს).


ისევ წამოიჭრა უკვე მრავალჯერ მტკივნეული საკითხი: თანამედროვე მობილური კულტურის თუ ინტერნეტის ცინიზმი.ყველა ყველაფერს იღებს ყოველგვარი მორალისა და სინდისის გარეშე.როდემდე?image



2
155
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
155
  
2015, 18 ივლისი, 12:18
აი პირდაპირი გაგებით ასეთ ნაგავ ხალხზე გული მერევა
2015, 18 ივლისი, 12:08
ხალხი გადაგვარდა :(
0 1 2