x
გაზრდილი ფასები მედიკამენტებზე, საყოველთაო ჯანდაცვა და მოუგვარებელი პრობლემები

სამედიცინო დაწესებულება ის ადგილია, სადაც პაციენტებს უტარდებათ ამბულატორიული თუ სტაციონალური დახმარება. როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში წესით ჩვენს ქვეყანაშიც უნდა იყოს სტანდარტები დაცული. მაგალითისთვის მედიკოსის გულისხმიერ, ყურადღებიან და მაქსიმალურად ამომწურავად საუბარს დავასახელებ.სამწუხაროდ ეს საკითხი მოუგვარებელია

დამატებული კატასტროფული ფასები.

27 წლის ნინომ მიამბო რა შეემთხვა საავადმყოფოში და რატომ დაკარგა ნდობა მათ მიმართ. 1 წლის ბავშვს ქუთაისში მაღალი ტემპერატურის ფონზე სტაციონარში მოთავსება დასჭირდა, ბავშვისთვის მნიშვნელოვან მედიკამენტებს ბავშვის მშობლები იძენდნენ, მესამე დღეს საავადმყოფოდან გაწერისას კი აღმოჩნდა, რომ პაციენტის მიმართ 774 ლარის ოდენობის დახმარება იყო გაწეული. მართალია პაციენტის მშობლებმა მხოლოდ 148 ლარი გადაიხადეს, მაგრამ თვლიან, რომ ამ ოდენობის თანხა არ უნდა ყოფილიყო აღრიცხული. მომსახურებითაც უკმაყოფილოები არიან, მათ შორის ჰიგიენის პრობლემაც მოიაზრება. მოკლედ კიდევ ერთმა რესპოდენტმა მიამბო როგორ გაისტუმრეს რაიონის საავადმყოფოდან იმ პასუხით რომ ტრავმატოლოგი არ ყავდათ და ქუთაისისკენ მიუთითეს. გაუსაძლისი ჯანმრთელობის გამო იძულებული გახდა 30 კილომეტრზე მეტი საკუთარი სახსრებით სამარშრუტო ტაქსით წასულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის პროგრამა საკმაოდ მოქნილი და მოსახლეობისთვის მოსახერხებელი ჩანს, პრობლემები მაინც ბლომადაა. აღარაფერს ვიტყვი მედიკამენტებზე, კატასტროფულ ფასებს რომ მიაღწია.imageimage

0
72
3-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0