x
გიხაროდენ! ჩვენთან არს ღმერთი!“ -განაცხადა პატრიარქმა.

აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სამების ტაძარში მიაბრძანეს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მრევლთან ერთად იმყოფებოდა.

უწმინდესმა მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა მათ.

„გიხაროდენ ძენო და ასულნო საქართველოისა. დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მობრძანდა საქართველოში. განვლო მოციქულ ანდრია პირველწოდებულის გზა და მობრძანდა ჩვენთან. მობრძანდა, რათა დალოცოს და გააერთიანოს ჩვენი ქვეყანა. გიხაროდენ! ჩვენთან არს ღმერთი!“ -განაცხადა პატრიარქმა.

აწყურის ღვთისმშობლის ხატი თბილისში მცხეთიდან ცოტა ხნის წინ შემოაბრძანეს. მრევლმა მსვლელობით ხატი ვარდების მოედნიდან სამების ტაძარში წააბრძანა, სადაც პარაკლისი აღესრულება. სამების ტაძარში შეკრებულ მრევლს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატები დაურიგდებათ.ilia meore-ის სურათის შედეგი

0
3
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0