x
image
ვიზა კოხაძე
Mediator image
"ეგ ბურთი სადაცაა ჰაუტზე რუსეთის მიტაცებულ ტერიტორიაზე გადავა! ომს და იარაღის აღებას ხომ არავინ გთხოვთ...?" - როგორ ეხმაურებიან სოციალურ მედიაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს

imageსაზოგადოების ერთი ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს კერძოდ კი ე.წ." მცოცავ ოკუპაციას" სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და აღშფოთებას ვერ ფარავს ერის უმოქმედობის თუ ქართველების " მოუცლელობის" გამო. მიგრანტთა და უცხოელ მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ცენტრის თავმჯდომარე, საფრანგეთის ქალაქ ბერჟურაკის მერის მრჩეველი ნუგზარ სულაშვილი რუსი ოკუპანტების მიერ საზღვრის ერთი კილომეტრით გადმოწევას და მომხდარზე საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის რეაგირებას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება.სულა სულაშვილის მკაცრ სტატუსს ერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში და უამრავმა ადამიანმა გააზიარა კიდეც.imageimageNona Shengelaia 12 ივლისი, 16:06-ზე · New York, NY, United States· რედაქტირებული ·

"მკაცრი სტატუსია, მაგრამ როგორ არ დავეთანხმო?!"

Sula Sulashvili
ა"რ ვიცი რამდენი კაცი ამომშლის ფრენდებიდან ამ სტატუსის შემდეგ, მაგრამ მაგრად მკიდია, მაინც ვიტყვი: მოგ....ნთ ფიფას, უეფას და თუ გინდათ მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივარი გული, ხელისუფლებასაც და ნაროდსაც! დღეს რუსეთმა შემოგღობათ და ახლა ბილეთების გამო ერთმანეთს ხოცავთ!
რას ჰგავხართ თქვე უბედურებო?!ეგ ბურთი სადაცაა ჰაუტზე რუსეთის მიტაცებულ ტერიტორიაზე გადავა!ომს და იარაღის აღებას ხომ არავინ გთხოვთ, ზრდილობის გამო მაინც გააპროტესეტეთ, რომ მსოფლიომ დაგინახოთ და სიტყვა ჩვენს სასარგებლოდ დაასველონ. თქვენ გკიდიათ საკუთარი ქვეყანა და ევროპა ამერიკას აგინებთ, რატომ არ გვეხმარებაო?! ესენი აღშფოთება- შეშფოთებას მაინც გამოხატავენ და თქვენ რა ჯანდაბა გეტაკათ, რომ აღარაფერი აღარ გაშფოთებთ?!დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცაიმ და ევროპის საბჭომ საქართველოს ხელისუფლებას 7 საათით ადრე დაასწრო გაპროტესტება! ამ პინგვინებმა, მგონი მაშინ გაიგეს, რომ შემოღობილები იყვნენ.ვინ ხართ?! სად გაიზარდეთ?! საიდან მოხვედით და სად მოუსვლელში მიექანებით თქვე ჩემის პატივცემულებო?!"image

- "პ.ს. აი ეს ის შემთხვევაა საკუთარ ბილწსიტყვაობას რომ არ ვნანობ და არც არასოდეს ვინანებ! მადლობა თქვით, რომ თავს ვიკავებ საჯარო სივრცეში უარესის თქმისგან, თორე რასაც გულში ვფქირობ ნეტავ ერთიც არ აგცდენოდეთ!"

უამრავ გამოხმაურებას ნახავთ სოციალურ ქსელში " მცოცავი ოკუპაციი" თემასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის კიდევ ერთი მომხმარებლის სტატუსს შემოგთავაზებთ:image

Rusudan Abashidze თავს გრძნობს ჰიპერ ხასიათზეა 3 სთ.·

"წუხელ ვისარგებლე სიბნელით და გაბრიჭიძეების ღობე 6 მეტრით გადავწიე. ბროწეულების ახალშენი, კოწახურის ხეები, ჭა და ადესის ტალავერი ჩემ ეზოში მოვაქციე.
დღეს აღშფოთებული გაბრიჭიძეები მის ბოგირზე ბრიფინგს გამართავენ, ჩემ ჯინაზე ახალ ჭას გაჭრიან მარა გაზრდილ ხეებს ჩემ ფე ... ბს გადარგავენ!"image


0
150
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0