x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
გარდაიცვალა ლეგენდარული ომარ შარიფი
image83 წლის ასაკში კაიროს ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა ლეგენდარული ეგვიპტელი მსახიობი, ჰოლივუდის და ევროპული კინოს ვარსკვლავი ომარ შარიფი.


მისი კინოდებიუტი პირველად 1953 წელს შედგა, განსაკუთრებით პოპულარობა მან XX საუკუნის 60-იან წლებიდან მოყოლებული მოიპოვა.


შეასრულა მთავარი როლები კლასიკად ქცეულ ფილმებში, „ლოურენს არაბი"(1962), „ექიმი ჟივაგო"(1965), "სასაცილო გოგონა"(1968 წელს ბარბრა სტრეიზანდთან ერთად.)ვესტერნში "მაკენას ოქრო"(1969 წელი -ბანდიტი ჯონ კოლორადო)მინი-სერიალში "კაპიტან ნემოს საიდუმლო კუნძული" და მრავალი სხვა.მთლიანად მსახიობი 50 მეტ ფილმში თამაშობდა.


1991 წელს ფილმ "მაირიკში" მონაწილეობის გამო, რომელიც თურქეთში სომხების გენოციდზეა გადაღებული მსახიობს თურქეთში შესვლა აუკრძალეს.



აქვს მიღებული "ოსკარის" ერთი ნომინაცია(1963) და "ოქროს გლობუსის" ორი ჯილდო.(1963 და 1966), აგრეთვე პრიზი "ოქროს ლომი" ვენეციის კინოფესტივალზე(2003)


სიცოცხლის ბოლო წლებში მსახიობი ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯებოდა.

image


3
206
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
206
  
2015, 13 ივლისი, 18:19
მაკენას ოქრო მეგობრის რჩევით ვნახე და მას მერე რამდენიმეჯერ ვუყურე ის ე მომეწონა.
2015, 13 ივლისი, 18:16
მაკენას ოქრო...ჩემი ბავშვობის უპოპლულარესი ფილმი იყო..მგონი 100-ჯერ მაქვს ნანახი
2015, 13 ივლისი, 18:14
მეწყინა...
0 1 3