x
image
ბოკვერა72
ვის უხდის ბოდიშს და რა კომენტარს აკეთებს ლინდა ადამია "X ფაქტორი"-დან წასვლის შემდეგ
image
მეგაშოუ „X ფაქტორი“ ფინალურ ეტაპს უახლოვდება და კონკურსიც გადამწყვეტ ფაზაში შედის. მე-7 „ლაივი“, რომელიც ლეგენდარულ „The Beatles”-ს მიეძღვნა, თითოეული კონკურსანტისთვის მეტად საპასუხისმგებლო გამოდგა: 8 სხვადასხვა ჟანრის მომღერალს ერთ კონკრეტულ ჟანრში მოუწია შესრულება. გამკაცრებული წესების თანახმად კონკურსს, ერთის ნაცვლად, ორი კონკურსანტი გამოეთიშა.

აუტსაიდერებში იდგნენ თიკო მოსემღვდლიშვილი, ლინდა ადამია და გიორგი ფრუიძე.
პროექტი დატოვეს ლინდამ და გიორგიმ.

image

"შემეძლო, მეტი გამეკეთებინა, მაგრამ, ალბათ, რაღაცებმა შემიშალა ხელი: ნერვიულობამ, შიშმა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ზუსტად ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, მზად ვიყავი. ნებისმიერმა ორსულმა ქალმა იცის, რომ ჩემს მდგომარეობაში ძალიან რთულია სუნთქვა, სიმღერა, გადაადგილება. აქამდე რომ მოვედი, ესეც მიხარია ძალიან." - განაცხადა ლინდა ადამიამ. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პროექტის დატოვებასთან დაკავშირებით სპეციალური სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის და აცხადებს, რომ ბედნიერია ამის გამო:



„დავიწყებ იქიდან რომ რაც მოხდა მოხდა, ამას ვეღარ შევცვლი ვერც მე და ვერც თქვენ ჩემო საყვარელო გულშემატკივრებო“ აქამდეც რომ მოვედი ძალიან მიხარია და გული მწყდება ფინალში რომ არ ვიქნები მაგრამ ამით არაფერი მთავრდება, ჯერ 19 წლის ვარ და ყველაფერს გავაკეთებ რომ ამ პროფესიას არ ჩამოვშორდე და ხალხს სულ ვახსოვდე. ძალიიან ძალიან ძააალიან ბედნერი ვარ ამდენი მაგარი ადამიანის სიყვარული რომ დავიმსახურე! არ იცით თქვენ ეს რა მაგარი გრძნობაა როდესაც ყველა გეუბნება თუ როგორი მაგარი ხარ და როგორ უყვარხარ. მიხარია და მაბედნიერებს რომ მე დავიმსახურე თქვენი სიყვარული. მითუმეტეს მალე ჩემი ანგელოზი, ჩემი სიყვარული და ჩემი სიცოცხლე მოევლინება ამ ქვეყანას და მე ეს უფრო მეტად მაძლიერებს და ბოდიშს ვუხდი ჯარჯის რომ ის ვერ გავაკეთე რისთვისაც მე პროექტში მივედი. დიდი მადლობა რუსთავი2-ს ასეთი მაგარი შოუსთვის და იმისთვის რომ ახალგაზრდა თაობას აძლევს საშუალებას მიიღონ გამოცდილება და გახდნენ წარმატებულები. დარჩენილ კონკურსანტებს კი ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას მიყვარხართ და გკოცნით უამრავს.“ - წერს ლინდა ადამია.

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:ბოკვერა72
ბოკვერა72
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0