x
image
ბოკვერა72
“ცუდ ნიშნებზე უარესი რამეებიც არსებობს“ - მოზარდის წერილი მშობლებს

image

სასწავლო წლის ბოლო დღე იყო. მამამ შვილის ოთახთან ჩავლისას შენიშნა, რომ ყველაფერი დალაგებული იყო, ბიჭს საწოლიც კი გაეწორებინა. გაკვირვებულმა მამამ ოთახში შეიხედა და ცარიელ მაგიდაზე იპოვა წერილი წარწერით „მამას“. კაცმა ხელის კანკალით გახსნა კონვერტი და წაიკითხა:


"ძვირფასო მამა,

იძულებული ვარ წერილობით შეგატყობინო, რომ სახლიდან წასვლა მომიხდა ჩემს ახალ შეყარებულთან ერთად. ვიცოდი, რომ შენ და დედა სკანდალს ატეხდით. მე ის ძალიან მიყვარს. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენს ურთერთობაზე არ დათანხმდებოდით მისი პირსინგების, ტატუების, ბაიკერის ტანსაცმლისა და კიდევ იმის გამო, რომ ჩემზე გაცილებით უფროსია. მაგრამ საქმე მხოლოდ გრძნობასაც არ ეხება. ის ორსულადაა.

მას სარა ჰქვია და დარწმუნებულია, რომ ერთად ბედნიერები ვიქნებით. მას ტყეში ტრაილერი ჰყავს და შეშაც ბევრი აქვს - მთელი ზამთარი გვეყოფა. ვოცნებობთ ბევრი შვილი გვყავდეს. სარამ თვალები ამიხილა და გამაგებინა, რომ მარიხუანა არც ისეთი მავნეა. მის დათესვას ვგეგმავთ, ჩვენც მოვიხმართ და სხვებსაც მივყიდით, კოკაინისთვის სამყოფი ფული რომ გვქონდეს - ისიც უვნებელია ზომიერების ფარგლებში. ამავდროულად ვილოცებთ, რომ შიდსის საწინააღმდეგო
წამალი მალე გამოიგონონ, რადგან სარას მკურნალობა სჭირდება - ის ამას იმსახურებს!

არ იდარდო, მამა, მე უკვე 15 წლის ვარ და შევძლებ საკუთარ თავზე ზრუნვას. ერთხელაც აუცილებლად მოვალთ სტუმრად და შვილიშვილებს გაგაცნობთ.

სიყვარულით,


შენი შვილი, ჯოშუა“




P.S. მამა, ეს ყველაფერი გამოვიგონე. ჯეისონთან ვარ. უბრალოდ მინდოდა შემეხსენებინა, რომ არსებობს გაცილებით უარესი რაღაცეები, ვიდრე ცუდი ნიშანი სასკოლო დღიურში (სხვათა შორის სამზარეულოს მაგიდაზე დევს). დამირეკე, როცა შემეძლება დაბრუნება. მიყვარხართ!“

0
358
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბოკვერა72
ბოკვერა72
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0