x
image
ბოკვერა72
რატომ ვატარებთ საქორწინო ბეჭედს არათითზე (+ ვიდეოახსნა)

image
როგორც ცნობილია, საქორწილო ბეჭედს მე-4, ე.წ. არათითზე ვატარებთ, მაგრამ რატომ? ამასწინათ ამ საკითხის ერთ ძალიან საინტერესო ახსნას წავაწყდი, რომელსაც ჩინელები გვთავაზობენ.

ამ ინტერპრეტაციას ჯერ ქართულად წარმოგიდგენთ, ქვემოთ კი ორიგინალ ვიდეოსაც დავურთავ.


წარმოიდგინეთ, რომ:


ცერა თითები თქვენს მშობლებს განასახიერებს;


საჩვენებელი თითები - თქვენს და-ძმებს;


შუა თითი (ორივე ხელის ერთად) თქვენი საკუთარი თავია;


არათითები მეუღლეებია;


ნეკა თითები კი - შვილები.


ახლა ორივე ხელის თითები ბოლოებით ერთმანეთთან შევატყუპოთ, შუა თითები კი ქვემოთ ჩავკეცოთ, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები (ისინი ხომ ორივე ერთია, განუყოფელი და თქვენს საკუთარ თავს განასახიერებს).


image
ხელი ამ პოზაში გავაჩეროთ, ჯერ ცერა თითები დავაშოროთ ერთმანეთს: ვნახავთ, რომ ადვილად დაშორდება. სამწუხაროა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლები, ადრე თუ გვიან გვშორდებიან, გვტოვებენ...

ისევ შევატყუპოთ ცერები და ახლა საჩვენებლები დავაშოროთ: ესეც ადვილია - და-ძმებსაც საკუთარი ცხოვრება აქვთ...

ისევ შევატყუპოთ საჩვენებელი თითები და ახლა ნეკა თითების დაშორება ვცადოთ. რა თქმა უნდა ამასაც არ დაჭირდება დიდი ძალისხმევა: შვილებიც ხომ ადრე თუ გვაინ დაგვშორდებიან, საკუთარ ოჯახებს შექმნიან, საკუთარ გზას დაადგებიან...

ისევ შევატყუპოთ ნეკა თითები. ახლა არა თითები დააშორეთ ერთმანეთს. სცადეთ! შეძლებთ? ვერა!

და ამით ყველაფერი ნათქვამია...


ესეც ვიდეოახსნა:


0
248
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბოკვერა72
ბოკვერა72
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0