x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
რა ხდება გიორგი ნაკაშიძესა და ნინი ბრეგვაძეს შორის? გიორგი პირველ კომენტარს აკეთებს მათ ურთიერთობაზე.
image

ალბათ ყველა თქვენთაგანი უყურებს ტელეპროექტ "იქს ფაქტორს" და ყველას გყავთ თქვენ-თქვენი ფავორიტები. ეს არის ძალიან პოპულარული მუსიკალური პროექტი, სადაც უდაოდ ნიჭიერი ადამიანები იღებენ მონაწილეობას და დგანან დიდ სცენაზე. ამ სეზონზეც რა თქმა უნდა მეტად ნიჭიერ მომღერალთა ნაკადია პროექტში. მათ შორის შესაძლოა გამოვარჩიოთ გიორგი ნაკაშიძე, რომელიც უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში მაყურებელთა ფავორიტია. გიორგის საოცარი ხმის გარდა აქვს საოცარი გარეგნობაც, თუმცა მის ასეთ პოპულრობას მხოლოდ მის გარეგნობას ვერ დავაბრალებთ, ეს უსამართლობა იქნებოდა. ეს ახალგაზრდა უდაოდ გამორჩეული ხმით არის დაჯილდოვებული და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამ ბოლო დროს გავრცელდა ხმები, რომ ჩვენი გოგონების გულთამპყრობელი გიორგი ნაკაშიძე და ასევე უდაოდ ძლიერი ხმის პატრონი ნინი ბრეგვაძე("იქს ფაქტორის" მონაწილე) ერთად არიან. ამ ჭორებს კიდევ უფრო მეტი საფუძველი მისცა გუშინ გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც გიორგი და ნინი საეჭვოდ "უჟუჟუნებენ" ერთმანეთს თვალებს და საერთოდაც საეჭვოდ იქცევიან. ამან საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და ბევრმა დაასკვნა, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთზეა შეყვარებული, ბევრმაც უკვე გადაუწყვიტა ურთიერთობა და დააწყვილა. ნინის და გიორგის სიყვარულის მომხრე მართლაც ბევრი ადამიანი აღმოჩნდა და ალბათ მათ ფანებს გული დასწყდებათ გიორგის კომენტარზე, რომელიც გამოაქვეყნა თავის "ფეისბუქის" გვერდზე:

"მეგობრებო და ყველა იმ ხალხს მივმართავ ვისაც ჰგონიათ, რომ მე და ნინი ბრეგვაძე ერთად ვართ, ძალიან ცდებით და იმ კატეგორიას ნუ აჰყვებით ვისაც ბოღმა ჭამს და ჭორაობს. მხოლოდ მეგობრები ვართ და მეტი არაფერი."

image


როგორც ირკვევა გიორგი უარყოფს მასზე და ნინიზე აგორებულ ჭორებს, მაგრამ რამდენად სიმართლეს შეესაბამება ეს უკვე ძნელი სათქმელია. მოდით წარმატებები ვუსურვოთ მათ, როგორც პირადში, ასევე პროექტში.

imageimageimageimageimageimage

0
1867
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1867
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0