x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
"ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება, ვინც თვლის, რომ ეს ქალი ნორმალურია?"-გურამ შეროზია თეა თუთბერიძეზე

image
თეა თუთბერიძე უხამსი კომენტარებით და ლანძღვა-გინებით ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას. ახლაც მის მიერ გამოქვეყნებულმა სტატუსმა სოციალური ქსელის "ფეისბუქის " საკუთარ გვერდზე, სადაც იგი წერდა, რომ კარგი იქნებოდა თუ შეიქმნებოდა გვერდი სახელწოდებით "მე მიყვარს ჩემი გეი პატრიარქი", ქართველი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, თუმცა გამოჩდნენ ისეთებიც რომლებმაც მას მხარი აუბეს.

ქართველმა ბლოგერმა, გურამ შეროზიამ თეა თუთბერიძის ამ სტატუსთან დაკავშირებით ემოციები და გაღიზიანება ვერ დამალა და "ფეისბუქზე" დაპოსტა:



"არ ვარ კერპთაყვანისმცემელი ფანატიკოსი და კონკრეტული განცხადებებისთვის, ქმედებებისთვის მეც გამიკრიტიკებია ეკლესია, მაგრამ:
ვერ ვხვდები ამ ქალის მიზანს, მართლა...
- იაფფასიანი პროვოკაცია, პოპულარობის მოსაპოვებლად?
- თუ სექსუალური კმაყოფილების მიღება, როცა სრულიად საქართველო გაგინებს?
- თუ შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა ადამიანების დიდი ნაწილისთვის და ამით ბედნიერების მიღება?
- ან უბრალოდ თავის დამკვიდრების მცდელობა, რაკი სხვა ხარისხიანი მეთოდი უბრალოდ არ გააჩნია?
რაც არ უნდა იყოს, რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცუდია. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია.
ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება ჩემს ფრენდ ლისტში, ვინც თვლის, რომ ეს ქალი ნორმალურია? დაპოსტეთ ღიად, გულწრფელად მაინტერესებს


პ.ს. აღარც მახსოვდა მისი კომენტარი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებზე და წყალდიდობის დროს გადაღებული ბედნიერი ფოტოები! უკან მიმაქვს ჩემი შეკითხვა, ამ ამაზრზენ ქალზე."
imageimage


0
1284
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0