x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იგივე ადგილას, იგივე დღეს- წყალდიდობა და მსხვერპლი ვერეს ხეობაში 1924 წლის 13 ივნისს
ყველასათვის ცახდია, ამა წლის, 13 ივნისის საღამოს, რამოდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ თუ რა ტრაგედია დაატრიალა ქალაქ თბილისში. მდინარე ვერეს ხეობის ადიდებამ გამოიწვია მისი გადმოსვლა ნაპირებიდან და წყლის ნიაღვარმა მთელი გმირთა მოედანი მტკვარში ჩაიტანა.


უკვე კვირაზე მეტია ირგვლივ მხოლოდ ამ ტრაგიკული ამბავის შესახებ გვესმის ტელევიზიებითა თუ ინტერნეტ-სივრცეში. უდიდესი ზარალი მიეყენა მოსახლეობას, წყლის ნაკადმა მთლიანად წაიღო საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიამ 20-მდე ადამიანი იმსხვერპლა, უგზოუკვლოდ დაკარგულად ჯერაც ითვლება 3, ხოლო რამოდენიმე მათგანი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ ჩაუტარდათ პირველი სამედიცინო და საჭირო დახმარებები სახელმწიფოს ხარჯზე. დაღუპულთა შორის არის ზოოპარკის სამი თანამშრომელი. ლიკვიდირებულია ზოოპარკის მობინადრე ცხოველების უმეტესი ნაწილი, ზოგი გადარჩა, ხოლო რამოდენიმე მათგანს კი თბილისის ფარგლებს გარეთაც ეძებენ. საერთო ზარალმა კი თითქმის 100 მილიონი შეადგინა.


გმირთა მოედანზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გუშინდელ დღემდე მუშებს მოხალისეები და ტურისტებიც შეურთდნენ. მათ ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე დაასუფთავეს. გმირთა მემორიალთან იქნა მოწყობილი სპეციალური ადგილი, სადაც მათთვის უფასო საკვები რიგდებოდა. ადგილზე მყოფი მოხალისეების საკვებით მომარაგებას სახელმწიფო კვების უზრუნველყოფა ახდენდა. სასულიერო თუ ცნობადი პირებიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას. სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 10 მილიონი გამოიყო, საპატრიაქრომ კი 100 000 გადარიცხა, შექმნილია ასევე დახმარების ფონდები და ქართველი ხალხი ერთმანეთის დასახმარებლად კვლავ ერთ მუჭადაა შეკრული.


მომხდართან დაკავშირებით აზრები გაიყო, ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ სტიქიაა და უძლურია ადამიანი ნებისმიერი სტიქიის მიმართ, ნაწილი პოლიტიკურად სჯის და ადანაშაულებს წინა მთავრობას- ნაციონალებს, ხოლო თვით პატრიარქის განცხადებით კი -



"მოხდა საშინელი ტრაგედია საქართველოში. ღვარცოფის, ნიაღვრის და წვიმის შედეგად დაიღუპა ხალხი. განადგურდა ზოოპარკი. ცხოველები თავისი ადგილებიდან გადმოვიდნენ და ადამიანებისთვის საშიში გახდნენ. თქვენ ალბათ არც გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ იყო მცირე ინფორმაცია ზოოპარკის შესახებ. როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანების და სამღვდელოების დევნა, ასევე ეკლესია-მონასტრების ნგრევა დაიწყებს, დაიწერა ბრძანება, რომ მონასტრებიდან და ტაძრებიდან ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ და ამ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, ზოოპარკი დაარსებულიყო. ასე რომ, ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს. ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული. ბევრს ეს არ ახსოვს და ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენს პრესაში არსებობდა. ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვართ, რომ ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე ზოოპარკი დააარსეს. აი, ამის შედეგი. დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები" - ბრძანა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.


თუმცაღა, საქართველოს ისტორიას მსგავსი შემთხვევები ადრეც ჰქონია. იგივე ადგილას, იგივე დღეს: 1924 წლის 13 ივნისი, წყალდიდობა და მსხვერპლი ვერეს ხეობაში. “წყალდიდობის მსხვერპლნი“ - ამ სათაურით 1924 წლი 14 ივნისს გამოვიდა გაზეთი “კომუნისტი“, რომელიც 13 ივნისს ვერეს ადიდებისა და ადამიანთა მსხვერპლის შესახებ იტყობინებოდა.


imageimage


გაზეთი წერს, რომ სოფლიდან ღამის გასათენებლად დაბინავებული გლეხები მოულოდნელად მოვარდნილმა ვერემ წყლის ქვეშ მოიყოლა. ჯერ ძლიერი კუდიანი ქარი ამოვარდნილა, ხოლო შემდეგ წვიმა 1 საათი გაგრძელებულა. გაზეთი კონკრეტულ ადგილსაც მიუთთებს: პირველი სამილიციო უბანში, ვერეს ღელესთან ბოზარჟიანცის თუთუნის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია.


“1-ელ სამილიოციო უბანში, ვერის ღელესთან ბოზარჟიანცის თუთუნის ქარხნის მახლობლად, ჩვეულებრივ დაბინავებულან მახლობელ სოფლიდან ჩამოსული გლეხები ურმებით ღამის გასათევად. გლეხები მოჰყვნენ წვიმაში, მოულოდნელად აღნიშნული ღელედან მოვარდნილა ძლიერი ნიაღვარი და იქ დაბანაკებული გლეხები თავიანთი ხარ-ურმებით გაუტაცნია და შეუყრია მტკვარში. დაღუპულთა რაოდენობა და ზარალი გამოურკვეველია. უბედურების ადგილზე სასწრაფოდ გამოცხადდა მილიციის უფროსი და ცეცხლის მქრობელი რაზმი“ - ამონარიდი 1924 წლის 14 ივნისის გაზეთ “კომუნისტიდან“.



1
314
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
314
  
2015, 22 ივნისი, 11:03
გავაზიარე
0 1 1