x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
სპეციალური პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმს შიგნიდან ათბობს…
ალბათ საჭიროა იმის ცოდნა, რომ სიცივეში შეგიძლიათ კვების რაციონში ისეთი პროდუქტები შეიტანოთ, რომლებიც თქვენზე შინაგანად იმოქმედებს და გაგათბობთ.არსებობს სპეციალური პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმს შიგნიდან ათბობს…


image


კვების რაციონის სეზონური ცვლილების საჭიროებას თვითონ ორგანიზმი გკარნახობთ, ორი მიზეზის გამო:



1) პირველ რიგში, მისთვის აუცილებელია ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნება – ორგანიზმს სჭირდება დამოუკიდებლად გათბობის ძალა.


2)მეორე მხრივ, გარემო პირობებისათვის ორგანიზმი საკვებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ემზადება.


ინფორმაცია გადაეცემა ეგრეთ წოდებულ “მუცლის ტვინს” და ნაწლავების ჰორმონალურ სისტემას. იმის მიხედვით, თუ რას მივირთმევთ, ორგანიზმი განსაზღვრავს თავის მოქმედებებს: ცივდება, ეშვება, იძაბება ან თბება.


image


სითბურად მცირეოდენ დამუშავებული, ოდნავ გამომშრალი და სანელებლებიანი საკვები ათბობს ორგანიზმს. სწორედ ამგვარი საკვებია ზამთარში საჭირო.


უშუალოდ პროდუქტებს კი, რომლებიც ორგანიზმის გათბობის ეფექტით ხასიათდებიან მიეკუთვნება:


მარცვლეული: წიწიბურა, შვრია.
ბოსტნეული: ხახვი, პირშუშხა.
ხილი: ჭერმის ჩირი, ჩამიჩი.
თევზეული: კალმახი, თინუსი.
ფრინველის ხორცი: ქათამი, გარეული ფრინველი.
რძის პროდუქტები: თხის რძე, ყველი (მათ შორის, ობმოკიდებულიც).
სანელებლები: დარიჩინი, პილპილი, კამა, კვლიავი, ნიორი.
სასმელები: კოჭას (ჯანჯაფილის) ჩაი, გლინტვეინი, წითელი ღვინო, მარცვლეულის ყავა.


image

imageimage


8
267
14-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
267
  
2015, 20 ივნისი, 22:31
ნიორი კარგია გაციებისთვის:))
2015, 20 ივნისი, 17:06
ეგ მძიმეა...არ მიყვარს მაინდამაინც, ვიგრუზები მერე :(
2015, 20 ივნისი, 17:05
ხოოო ძველი ფილმები მაგარია და მეც ეხლა უძინართა მზეს ვუყურებ
2015, 20 ივნისი, 17:03
ოკ.. იიც ახლა რა გამახსენდა? " სიყვარული ყველას უნდა"-- ამ სიცხე პაპანაქებაში რა სითბო აგიტყდაო, რომ ეუბნება :DDD
2015, 20 ივნისი, 16:59
ვნახავ რამეს დააა... :D
2015, 20 ივნისი, 16:57
ისე ამ სიცხეში გაგრილებაზე დაგეწერა, ჯობდა :D
2015, 20 ივნისი, 16:42
მადლობთ
2015, 20 ივნისი, 16:38
მშვენიერი სტატიაა :))
0 1 8