x
image
ვიზა კოხაძე
სასწრაფოდ! თეთრმა ვეფხვმა ორი ადამიანი დაგლიჯა "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე

image„კურიერის" ჟურნალისტის ინფორმაციით ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვი ადამიანს თავს დაესხა. ცხოველი ერთ -ერთ საწყობში იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საწყობის მეპატრონე შევიდა შენობაში.

თვითმხილველები "კურიერის" ჟურნალისტთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ დაინახეს როგორ დაესხა ცხოველი თავს ადამიანს. პირი, რომელსაც ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველი თავს დაესხა, გაუნძრევლად წევს მიწაზე.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიკუპაჟი. ისინი ვერ შედიან ტერიტორიაზე. თუმცა შეიარაღებული არიან და მზად არიან ლიკვიდაციისთვის.

უახლესი ინფორმაციით გაირკვა, რომ თეთრი ვეფხვი, რომელიც სავარაუდოდ საწყობში იმალებოდა, მამაკაცს, რომელიც საწყობის მოსანახულებლად იყო მისული, თავს დაესხა და დაგლიჯა. გამძვინვარებულმა ვეფხვმა სხვა ადამიანიც დაგლიჯა, თუმცა ვრცელდება ამ დროისთვის ინფორმაცია, რომ მეორე ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.imageimageდილიდან ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დედაქალაქი საშიში და მტაცებელი ცხოველებისგან გათავისუფლებული იყო და ამ მხრივ თითქოსდა ყველაფერი წესრიგში მოიყვანეს. სწორედ ამ დილით მოხდა წყალდიდობის შედეგად დაღუპული ზოგიერთი ცხოველის ამოყვანა სტიქიის ზონიდან, მათ შორის ზოოპარკის ერთ - ერთი თანამშრომელი გარდაცვლილ ცხოველთანაც კი იპოვეს.imageimageimageimageპ.ს. არ მინდა საკუთარი მოსაზრება სადავო და საკამათო თემად იქცეს, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ადვილია აზროვნება და ლაპარაკი იმ ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარ თავზე ოდნავადაც კი არ გამოუცდიათ ცხოველისგან მიყენებული სისასტიკე. მაპატიოს მკითხველმა, თუ რამე ისე ვერ გამოვხატე, როგორც საზოგადოების უმეტესობა თვლის, მაგრამ დამერწმუნეთ საერთოდ არ გამოვხატავდი ჩემს აზრს, რომ დაკბენილი და ცხოველისგან " დაშრამული" არ ვიყო სახეზე. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც არ ეთანხმება მოსაზრებას ცხოველების განადგურებაზე, რომელთა უმეტესობას მარტივად შეუძლია ადამიანს სიცოცხლე მოუსპოს.





0
965
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
965
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0