x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
თამრიკო ჭოხონელიძე " ფუი, თქვენს ადამიანობას!"

imageმომღერალი, ქალბატონი თამრიკო ჭოხონელიძე სოციალური ქსელიდან ტელევიზიით მოსმენილ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რის მიხედვითაც ზოგიერთმა ადამიანმა სტიქიის შემდგომ ხელის მოთბობა გადაწყვიტეს, ეს შეეხება ნიჩბების გამყიდველებს და ტაქსისტებს.


"მთელი საქართველოა დღეს ჭირისუფალი და ყველას გისამძიმრებთ ჩემო ძვირფასებო... ეს წუთია ტელევიზიით მოვისმინე ინფორმაცია, რომელმაც ამ დიდ ტრაღედიას კიდევ სირცხვილით გამოწვეული ტრაღედია დაუმატა! უდიდესი სიამაყის განცდა გაგვიჩნდა თითოეულ ჩვენთაგანს ახალგაზრდების ასეთი თავგანწირვის გამო და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მათ ვუთხრა--თქვენ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ უფალმა ჩვენო შვილებო! -ცრემლებამდე ვარ მისული თქვენი დიდი ადამიანობით -სიამაყის ცრემლებამდე!იმდენი რამ მინდა გითხრათ და სიტყვები არ მყოფნის!!მაგრამ რაც ახლა მოვისმინე, დაუჯერებელია, მაგრამ რეალური და მწარე!---თურმე გუშინ, როცა ხალხი დარაზმული იყო სტიქიის ადგილას წასასვლელად, დაზარალებულთა დასახმარებლად---ნიჩბების შესაძენად მისულებს ფასები მომატებული დახვდათ???!!!გესმით თქვენ???!!!ტაქსის მძღოლებიც არ ჩამორჩნენ და ტარიფი გააძვირეს!!! მათ მინდა მივმართო----თქვენ არაადამიანებო! ნაძირლებო!სპეკულიანტებ ადამიანების უბედურებით!!---დაგიდგათ არა ხელსაყრელი მომენტი???!!!ფუი თქვენს ადამიანობას!!! ახლა უფრო დამენანა ის უენო ცხოველები!თქვენ ხომ მათ რიცხვშიც არ ეწერებით???!!! სახლში მიიტანეთ არა ეს ფული???!!!საშოვარზე იყავით გასული არა???!!!როგორ გითხრათ სიტყვა-გრცხვენოდეთ!--თქვენ ხომ გაწყვეტილი გაქვთ შუბლის ძარღვი და რისი უნდა შეგრცხვეთ???!!!"

5
709
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
709
  
ხო შეგვჭამა ამ ქალმა,თავისი ქართვლის დედობით და წმინდა მორალით
2015, 17 ივნისი, 8:49
ორცხობილები იყო ნიანგი ვერ შეჭამდა.
ლოჯისტიკა ვერ მუშაობდა და ამ უბედურების ჟამს ხელის მოთმობას ცდილობდა ზოგიერთი არაკაცი.
ნაწილი კი გაზიან სასმელებს და ბლოკებით სიგარეტს გვიდებდა მანქანებში.
2015, 17 ივნისი, 0:29
კარგად მახსოვს მეც ეგ პერიოდი გუჯა, მთელი ჩემი ბიძაშვილები, ზოგი ქვემეხების მსროლელია, ზოგი გამნაღმველი და ზოგიც სერჟანტი და ა.შ. ყველა მაგ ბრძოლის ფრონტზე იყო და ერთი კვირის განმავლობაში უგზო-უკვალოდ იყვნენ დაკარგულნი, სვანების რომელიღაც სოფელში სიმინდის ყანებს აფარებდნენ თავს და ბალახს და სიმინდს ჭამდნენ, რომ არ მომკვდარიყვნენ შიმშილით, სალაპარაკო არ ჰქონდათ და ვერ გვიკავშირდებოდნენ, არც ფული და ვისაც ჰქონდა, სწორედ რომ ორმაგ ფასებში შესყიდული, კარგათ მახსოვს 3 ლარიანი ბალის ბარათი 10 ლარად როგორ იყიდეს. იმ მოსახლეობისთვის წირავდნენ საკუთარ სიცოცხლეს, ვინც ასე განუკითხავად მოექცა მათ.
2015, 17 ივნისი, 0:25
ტყუილად კი არ არის ნათქვამი- "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო". ეს განუკითხაობა ყოველთვის იყო და კიდევ ერთს დავამატებ, მხოლოდ პიარისთვის ნიჩბით ხელში რომ მივიდა უმეტსი ნაწილი და მერე თავიანთი ვითომ გმირული საქციელით გამოხატული სელფებით რომ ააჭრელეს სოც-ქსელები, სიკეთე თუ გინდა, სხვას ნუ დაანახვებ, წინ აუცილებლად დაგხვდება, ამის დაკარგვის ნუ გეშინია...
2015, 16 ივნისი, 21:58
მართალია და ვეთანხმები, 2008 წელს, რ ეზერვისტებ ს 5 ლარიან სატელეფონო ბარათს 10 ლარად გვაძლევდა გამყიდველი, სანამ ავტომატის ლულა არ მივუშვირეთ ხახაში.
0 1 5