x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134582
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
ჩატარდება თუ არა "იქს ფაქტორი" 15 ივნისს?

image

13-14 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით 15 ივნისი გლოვის დღედ და მოძრაობის განტვირთვის მიზნით უქმე დღედ
გამოცხადდა. შესაბამისად, ბოლო დღეების განმავლობაში, არსებული სიტუაციიდან
გამომდინარე, სატელევიზიო პროგრამები მთლიანად შეიცვალა და სატელევიზიო ეთერი ძირითადად საინფორმაციო გამოშვებებმა დაიკავა. გამონაკლისი არც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აღმოჩნდა და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ყველაზე რეიტინგული მუსიკალური პროექტი „იქს ფაქტორი“ 15 ივნისს აღარ ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „იქს ფაქტორის“ „ფეისბუქის“ გვერდის მეშვეობით გავრცელდა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.


„ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების გამო, გამოცხადებულია გლოვის დღე. შესაბამისად, დღევანდელი იქს ფაქტორი არ ჩატარდება.
პროექტის ყველა მონაწილე და შემოქმედებითი ჯგუფი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სტიქიის დროს დაზარალებულთა გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს“.



თავად პროექტის მონაწილეები კი წამყვანებთან ერთად მოხალისეთა ჯგუფებს შეუერთდნენ და სამაშველო სამსახურს ეხმარებოდნენ, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. ზოგისთვის ეს ყველაფერი მხოლოდ პიარის ნაწილად იქნა აღქმული და კონკურსანტების ქმედება მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

image


image


0
130
1-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0