x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134580
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508657
სად გადავა თბილისის ზოოპარკი და რა განთავსდება ძველ ტერიტორიაზე
image


ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "ბიზნეს კონტაქტში " საუბრისას დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის მერიის ინიციატივით, ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა.


"მას შემდეგ, რაც თბილისში გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით ახალი გზის გაჭრა მოხდა, იქ დაირღვა ეკოლოგიური მდგომარეობა. მდინარე ვერე მოექცა ხიდის ქვეშ, გაიჩეხა ხეები და ეკოლოგიური თვალსაზრისით, დამატებითი პრობლემები გაჩნდა. პრობლემები გაუჩნდათ ზოოპარკის მობინადრეებსაც. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მონახაზი, რომ ზოოპარკი გადავიტანოთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხოლო ზოოპარკის ძველ ტერიტორიაზე დამატებითი რეკრეაციული ზონა შევქმნათ და გავაფართოოთ", - აღნიშნა თბილისის მერმა და დასძინა, რომ მერიის სურვილია, ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიის ერთმანეთთთან დაკავშირება საფეხმავლო ესტაკადით, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია.

"დაირგვება დამატებითი ხეები, რათა ერთიანი სივრცე შეიქმნას და გარდა ამისა, გაკეთდება თანამედროვე ხმაურდამცავი მოწყობილობები, რითაც ხელს შევუწყობთ რეკრეაციული ზონების დაცვას, განვითარებასა და გაფართოებას, " - განაცხადა თბილისის მერმა.


თბილისის ზღვის პირას მშენებარე ახალი ზოოპარკის პროექტის ერთ-ერთი სავარაუდო დიზაინი ეკუთვნის ბრიტანულ არქიტექტურულ კომპანიას, "Proctor and Matthews"-ს.


"პროექტის დიზაინი შექმნილია ისე, რომ მიმზიდველი იყოს საერთაშორისო პუბლიკისთვის და მოიზიდოს მნახველები, რომლებიც შეძლებენ კვლევის ჩატარებას, საუბრების გამართვას და განათლების მიღებას. როდესაც დასრულდება თბილისის ზოოპარკის მშენებლობა, ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზოოპარკი მსოფლიოში და გახდება წამყვანი ველური ბუნების ატრაქციონი ევრაზიულ კონტინენტზე. ის შეძლებს მოიზიდოს 1.5 მილიონ მნახველზე მეტი წელიწადში.

თბილისის ზოოპარკი გახდება 20-ე საუკუნის დრომორჭმული ზოოპარკებისგან სრულიად განსხვავებული, 21-ე საუკუნის ველური ბუნების ატრაქციონი. აქ იქნება უბარიერო გარემო და შეიქმნება უპრეცედენტო თემატური ლანდშაფტები, რომელიც მნახველს მიანიჭებს წარუშლელ შთაბეჭდილებებს და ამასთან შეინარჩუნებს ყველა ჯიშის ბინადრისთვის საჭირო გარემოს.



ის გახდება ევროპული სტანდარტების ადგილი. შეიქმნება მრავალი ხის სახლი, სადაც ოჯახებიტ ჩამოსულ დამთვალიერებლებს რამდენიმე დღის მანძილზე დარჩენას შეეძლებათ, აშენდება თემატური სასტუმროები ზოოლოგიური კონფერენციების ჩასატარებლად და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული მეცნიერების ყურადღების მისაპყრობად", - აღნიშნულია Proctor and Matthews-ის ოფიციალურ საიტზე, სადაც თბილისის ახალი ზოოპარკის სავარაუდო ფოტოებიცაა განთავსებული.


imageimageimage


0
514
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
514
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0