x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: “შალკე” ანდრე ბრაიტენრაიტერმა ჩაიბარა

imageგელზენკირხენის “შალკეს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “ხუმარების” ახალი მწვრთნელი მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ანდრე ბრაიტენრაიტერი იქნება.
გერმანელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 2011 წელს გერმანულ გუნდ “ჰაველსიში” დაიწო. ორი წლის შემდეგ ანდრემ “პადერბორნი” ჩაიბარა. 2013/14 წლების სეზონში მან გუნდი ბუნდესლიგაში გადაიყვანა, გასულ სეზონში კი “პადერბორნი” გერმანიის ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გავიდა.
ბრაიტენრაიტერის გაწვრთნილმა გუნდებმა ჯამში 120 მატჩი ჩაატარეს, აქედან 54 მოიგეს, 27 ფრედ დაასრულეს, ხოლო 39 შეხვედრაში მარცხი განიცადეს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0