x
image
worldsport.ge
“ბარსელონა” ნეიმარს ახალ კონტრაქტს უმზადებს

imageკატალონიის “ბარსელონა” მზადაა გუნდის ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმარს ახალი კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით გაუფორმოს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა “სპორტი” იუწყება. ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ნეიმარი “კამპ ნოუზე” ახალი ხელშეკრულების თანახმად 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება და სეზონში ანაზღაურების სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს. ამაზე მაღალი ხელფასი კი “ბლაუგრანაში” მხოლოდ ლიონელ მესის აქვს. მის გამოსასყიდ თანხად 250 მილიონი ევრო დასახელდება. ამავე წყაროს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ გაოფიციალურდება.
23 წლის ნეიმარი კატალონურ გრანდში 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს. გასულ სეზონში კი ლა ლიგაში 33 მატჩში 22 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე თავი 12 შეხვედრაში 10-ჯერ გამოიჩინა.


გიორგი მელქაძე
www.worldsport.ge

1
320
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
320
  
2015, 15 ივნისი, 19:15
ძაან მაგარი ფეხბურთელია
0 1 1