x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508593
მამა ანთიმოზის სკანდალური შენდობის წერილი: "მიდიოდა ჩემზე თვალთვალი, ფარული ჩანაწერების კეთება და შემდეგ გავრცელება"

image
არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი ბოლო დროს ნამდვილ ინტერნეტვარსკვლავად იქცა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში "17 მაისის აქციაზე" მოექცა. მას ხშირად "ტაბურეტკიან მღვდელადაც" მოიხსენიებენ, რაც ძალიან არ მოსწონს. სულ ცოტა ხნის წინ კი მომღერალმა ეთო გავაშელიშვილმა, რომლიც საქართველომ პროექტ "ახალი ხმის" წყალობით გაიცნო, ვიდეო გაავრცელა, რომელშიც არქიმანდრიტი იგინება. "ეთო გავაშელაშვილო! სატანისტ-ელგებეტისტო! წყეულიმც იყავ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს! არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)"-ასე გამოეხმაურა არქიმანდრიტი ანთიმოზი მიმომხდარს.

"ეკლესიიდან წამოსვლის გადაწყვეტილება იმ კადრების გამო მივიღე, რომელიც ჩუმად გადაიღეს და გაავრცელეს სატანისტებმა. მივხვდი, რომ ეკლესიას ვარცხვენ. როგორც ამბობენ, ჩემი გულისთვის ხალხი ეკლესიაში აღარ დადის. ჰოდა, ახლა ივლიან. ეთო ის არის, ვინც გადაიღო... მეგობრებში მყავდა „ფეისზე“, მარიამ ღვთისმშობელზე საძაგელი კარიკატურები დადო და წავშალე. რომ დავწყევლე, მას იმის ეშინოდეს, თორემ სხვანაირად არ ვემუქრები"-განაცხადა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა.

მოგვიანებით არქიმანდრიტი ინგა გრიგოლიას შოუსაც ეწვია, სადაც განაცხადა, რომ ის პოლიტიკური ორგანიზაცია "17 მაისის" ჩამოყალიბებას აპირებს: "ეს იქნება ორგანიზაცია, რომელიც დაუპირისპირდება იმ ძალებს, რომელიც საქართველოში ანტიქრისტიანულ ორგანიზაციას ავრცელებენ".

დღეს არქიმანდრიტი ანთიმოზი შენდობის ღია წერილს ავრცელებს, როელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შენდობის ღია წერილი

17 მაისის მოვლენების შემდეგ და მანამდეც, მიდიოდა ჩემზე თვალთვალი, ფარული ჩანაწერების კეთება და შემდეგ გავრცელება სოციალურ ქსელში (ცნობილი დაჯგუფების მიერ), რასაც მოყვა ჩემი 40-დღიანი ეპიტიმია(დასჯა). ცხელ გულზე გადავწყიტე პენსიაზე გასვლა და ბრძოლა ამ ძალებთან, რაც გახდა მიზეზი ტელევიზიებში ჩემი აქტიურობისა.

ეკლესიაში გარკვეული სუბორდინაცია არსებობს, მე დავარღვიე მორჩილების წესები. პენსიაზე გასვლაზე უარი მითხრეს.


დამშვიდებულ გულზე მივხვდი ჩემს დანაშაულს და გულწრფელი სინანულით ვთხოვ შენდობას უწმიდესს და უნეტარესს ილია მეორეს, ქორ-ეპისკოპოსს თეოდორეს, ქორ-ეპისკოპოს გერასიმეს, მეუფე ანდრიას და პროტოპრესვიტერ გიორგის, იმის მაგივრად რომ მკაცრად მომქცეოდნენ სიყვარული დამანახაეს. მადლობა

შენდობას ვთხოვ ეკლესიის ყველა წევრს, ვინც დავაბრკოლე.

ეკლესიის გარეთ ყოფნა ვერ წარმომიდგენია.

არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)".

0
263
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0