x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ჯიომონის კულტურა (იაპონიის უძველესი პერიოდი )

image

იაპონისს იძველესი ხანა შემდეგ პერიოდებად იყოფა:1) პალეოლითი ანუ ძველი ქვის ხანა(40000-13000 წლის წინანდელი პერიოდი); 2) ჯიომონინეოლითის ანუ ახალი ქვის ხანა (ძვ.წ. 13000წ-ძვ.წ. III საუკუნე) ; 3) იაიოი (ძვ.წ III -ახ.წ. III საუკუნე) 4)კოფუნ (ახ.წ. III - VII საუკუნეები) 5) ასუკას ხანა( 592-710) . "ჯიომონ" ტერმინი იაპონურად ნიშნავს დაგრეხილ თოკს, რომლის მაგვარი ორნამენტები ჰქონდა იმ პერიოდის ნაკეთობებს, რომელიც მთელი იაპონიის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ამ პერიოდში ხალხი შმგროვებლობას, მონადირეობასა და თევზისჭერას მისდევდა უძველესი დროიდან იაპონიის არქიპელაგზე განვითარებული იყო თიხის ნივთების დამზადება, ჯიომონის ხანის ნაკეთობები მზადდებოდა ხელით, ძირითადად ქალების მიერ, მას ბევრი დანიშნულება ჰქონდა .დროთა განმავლობაში მას ემატებოდა სხვადასხვა დეკორაციები . თვითონ ჯიომონის ხანა იყოფა რამდენიმე პერიოდად.
ამ პერიოდში ხალხი ბინადარ ცხოვრებას არ მისდევდა, დაბალი იყო წარმოების საშუალებების განვითარების დონე, ამ დროს მოსახლე ხალხი ძირითადად მართკუთხედის ფორმის ორმოებში სახლობდნენ, რომელიც მერქნით იყო გადახურული ქვის ან მიწის იატაკი ჰქონდა და ცენტრში ქვის ან კერამიკის კერია იყო განთავსებული. ამ საცხოვრებელს ტატეანა ეწოდებოდა. საინტერესოა "ნიჟარების გროვები" რომელიც აღმოჩენილია იაპონიის ტერიტორიაზე და რემდენიმე ასეულ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, მათი შეგროვება გაზაფხულ–ზაფხულში ხდებოდა.შემოდგიმით იწყებოდა მცენარეული საკვების შეგროვება და ნადირობა .
ჯიომონის ქვეპერიოდებია: საწყისი ჯომონი, ადრეული ჯომონი, შუა ჯომონი, გვიანი ჯომონი და საბოლოო ჯომონი. საწყის ჯიომონში დაიწყო კლიმატური დათბობა, აიწია ზღვის დონემ, შიკოკუ და კიუშუს კუნძულები გამოეყო ჰონშუს კუნძულს, სწორედ ამ პერიოდ განეკუთვნება "ნიჟარების გროვები" .ადრეულ ჯომონში დაიწყო ურთიერთობა ოკეანის მიღმა ხალხთან კერძოდ კორეელებთან. სწორედ მათ სახელს უკავშირდება რკინა-ბრინჯაოს გამოყენების დაწყება არქიპელაგზე. ბრინჯიც სწორედ ამ პერიოდში შემოდის იპაონიაში .
იაპონიის ადრეული პერიოდების შესწავლა ძალიან რთულია იმიტომ რომ მათ არ გააჩნდათ დამწერლობა, სანამ ჩინეთისგან არ გადაიღეს და შემდეგ საკუთარი არ შექმნედ, ამიტომ არქეოლოგიურ მასალებს დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პერიოდის შესასწავლად .
image

0
86
3-ს მოსწონს
ავტორი:ანა პაპუაშვილი
ანა პაპუაშვილი
86