x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
მილიონერი ქართველი დეპუტატის ქალიშვილის მდიდრული ქორწილი(+ვიდეო)

image
ქართველი პოლიტიკოსის,
ხობის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გოდერძი ბუკიას ქალიშვილის, ლაკო ბუკიას მდიდრულმა ქორწილმა მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.
დიზაინერი ლაკო ბუკიას მეუღლე რეზიკო მანჯგალაძეა, უცნობია თუ რას საქმიანობს იგი.
ქორწილი ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში გაიმართა. ქორწილს ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რა თქმა უნდა ასეთი მდიდრული ქორწილის ხილვის შემდეგ საზოგადოებას არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ. ზოგი ულოცავს გულწრფელად წყვილს და ზოგიც თვლის, რომ ქვეყანაში სადაც უამრავი მშიერი ადამიანი დადის, მაჟორიტარი დეპუტატის შვილის ასეთი გრანდიოზული ქორწილი ცოტათი გამაღიზიანებელიც კია.
გავრცელებული ინფორმაციით, მილიონერი დეპუტატის შვილის ქორწილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძეც სტუმრობდნენ.


imageimage
image

0
783
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
783
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0