x
image
worldsport.ge
“მანჩესტერმა” ფირმინიო დაიმატა

imageინგლისური მედია საშუალებების ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ჰოფენჰაიმს” ბრაზილიელი ფეხბურთელის რობერტო ფირმინიოს ტრანსფერზე შეუთანხმდა და სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ გერმანულ კლუბს 13 მილიონ გირვანქას გადაუხდის.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიან კონტრაქტს გაუფორმებს ინგლისური გრანდი ფირმინიოს.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
84
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0