x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ყველაზე უხუცესი ქართველი ქალბატონი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის კანდიდატი გახლდათ
ბებო

ორი ორი წლის წინ წალენჯიხის რაიონში, სოფელ საჩინოში მცხოვრებ 132 წლის მოხუც ქალბატონზე მაშინდელი მსოფლიო საუბრობდა.

უცხოური პრესა და ტელევიზია აქტიურად განიხილავდა სამ საუკუნეს მოსწრებული მოხუცის ანტისა ხვიჩავას განვლილ ცხოვრებას.ანტისა ხვიჩავა, რომელიც პლანეტის უხუცესი ადამიანების მხრივ გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის კანდიდატი გახლდათ, (მაგრამ ის 132 წლის ასაკში გარდაიცვალა), არასოდეს ემდუროდა საკუთარ ჯანმრთელობას და Claims never proven: Georgian media reported that she was the oldest living person on the planet ასაკთან შედარებით საკმაოდ მხნედ გამოიურებოდა.მეზობლების და საახლობლოს გადმოცემით, ქალბატონი ანტისა არც 20 - 25 გრამი არაყით სტუმრის დღეგრძელობაზე და არც ნარდის თამაშზე ამბობდა უარს. მხოლოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე უჭირდა ოჯახის წევრების ერთმანეთისგან გარჩევა - წერს წყარო.

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით ის 1880 წლის 8 ივლისს იყო დაბადებული და საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ოფიციალურად მიმართა მსოფლიო გინესების რეკორდების რედაქტორებს იმის თაობაზე, რომ ქალბატონი ანტისასთვის გადაეცათ ოფიციალური დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომლის მიხედვითაც ის პლანეტის უხუცეს ადამიანად იქნებოდა აღიარებული.დოკუმენტის ნამდვილობის შესახებ და გინესის რეკორდის მოხსნის გამო მსოფლიო ჩართული იყო კვლებაში და დადასტურდა, რომ პირადობა რეალურ სურათს იძლეოდა და ხვიცავას წლოვანება ჭეშმარიტი იყო. თუმცა მას ეს ტიტული არ ეღირსა.Soviet-era: A Georgian local official shows a document with the birth date of Mrs Khvichava in Sachino


ამერიკული და ბრიტანული ცნობილი საიტები ანტისა ხვიჩავაზე სტატიებს წერდა სხვასხვა სათაურებით. აი მაგალითად ; - " ჩაის დიდი ოდენობით სმა სამუდამო სიცოცხლის გარანტიებს იძლევა";, ან კიდევ: - " სამყაროს ყველაზე უხუცესი ქალბატონი საქართველოში ცხოვრობს" და ა. შ.

ანტისა ხვიჩავას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა და შიმშილობისა და რთული ცხოვრების გამო ორივე გარდაეცვალა. დარჩა ვაჟი - მიხეილ ხვიცავა, რომელიც წყაროს ინფორმაციით ქალმა მაშინ გააჩინა, როცა 60 წლის იყო. მას ასევე დარჩა 12 შვილიშვილი, 18 შვილთაშვილი და კიდევ 4 შვილის - შვილი ს- შვილი.


0
340
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0