x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ბრძოლა ცივილიზაციებს შორის, ანუ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ (ნაწილი I - ნეოლითის ,,რევოლუცია" )
ბრძოლა ცივილიზაციებს შორის
ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებმა, დოკ. ი.ჰაილ-სელასის ხელმძღვანელობით, ეთიოპიაში აღმოაჩინეს ადამიანის ყბა და კბილები, რომლებიც

ჩვენი კბილებისგან დიდად არ განსხვავდება. ამ კბილების პატრონი, დაახლოებით, 3, 3-3, 5 მლნ. წლის წინ ცხოვრობდა დედამიწაზე.


ბრძოლა ცივილიზაციებს შორის

ეს აღმოჩენა, არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ იმავე პერიოდში, ანუ 3 მილიონი წლის წინ, დედამიწაზე ავსტრალოპიკებიც ცხოვრობდნენ, რასაც ამ დრომდე ამტკიცებდა ევოლუციის თეორია. რომლის მიხედვით, 2 მილიონი წლის წინ, გაჩნდნენ პითეკანთროპები, ხოლო შემდეგ, ნეანდერტალელები.



ბრძოლა ცივილიზაციებს შორის

მოგვიანებით, გაჩნდნენ უფრო განვითარებული ადამიანები, ე.წ. კრომონიალები, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე, ნეანდერტალელებთან ერთად, გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ. აღმოჩენილია გამოქვქბულები, რომლებშიც, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, ფიქსირდება ორივე ჯგუფის წარმომადგენლების ცხოვრების კვალი,

მათი ერთდროულად თანაცხოვრების პერიოდში. 30 000 წლის წინ, ნეანდერტალელები გაქრნენ.

ბრძოლა ცივილიზაციებს შორის
ევოლუციის თეორიის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ პირველყოფილი ადამიანების უამრავი სადგომი არის აღმოჩენილი პლანეტის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ, ახალმა აღმოჩენამ მაინც შეიტანა ბზარი ევოლუციის თეორიაში. ამჟამად, მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ადამიანი კი არ წარმოიქმნა, ევოლუციის გზით, ადამიანის მსგავსი მაიმუნისგან, არამედ პირიქით, ადამიანის გენების მუტაციის შედეგად, წარმოიქმნენ ადამიანის მსგავსი მაიმუნები.


ბრძოლა ცივილიზაციებს შორის

ჯერ-ჯერობით ერთი რამ უცვლელი რჩება: შორეული “ნათესაობა" ჩვენსა და შიმპანზეეს შორის. ჩვენ მათგან მხოლოდ 2 ქრომოსომით და 200 გენით განვსხვავდებით. შიმპანზეებსა და ადამიანებს შორის მსგავსება 99%-ს შეადგენს.

პირველყოფილი ადამიანები ნეოლითამდე (ახალი ქვის ხანა) ნადირობასა და შემგროვლეობას ეწეოდნენ, ხოლო ნეოლითში მოხდა “რევოლუცია", რომელიც ჩვენს ერამდე 10 500-10 000 წლის წინ დაიწყო და რამოდენიმე ათასი წლის მანძილზე გრძელდებოდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, დიდი ცვლილება მოხდა პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების წესში: ისინი შემგროვლელობიდან სოფლის

მეურნეობაზე გადავიდნენ, დაიწყეს ხორბლისა და სიმინდის მოყვანა. ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, რომ მცენარეების ამ კულტურების წინაპრები აღმოჩენილი არ არის. სიმინდი და ხორბალი ერთდროულად გაჩნდა დედამიწის სხვადასხვა რეგიონში.

“რევოლუცია" მოხდა საქართველოშიც, მაგრამ უფრო მოგვიანებით. V - IV

ათასწლეულებში ჩვენს ერამდე, მტკვრისა და არაქსის ხეობებში, გამოჩნდა

ადამიანთა პატარა ჯგუფები, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. ხოლო III

ათასწლეულში ჩვენს ერამდე ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა მტკვარ-არაქსის კულტურა.

ბრძოლა ცივილიზაციებს შორის

ყოველივე ამის შემდეგ, ისმის კითხვა: როგორ გაჩნდა ერთმანეთისგან საკმაოდ

დაშორებულ რეგიონებში, ძირითადად ტროპიკულ და სუპტროპიკულ ზონებში,

მიწათმოქმედების კერები?

ინდური მითოლოგიის მიხედვით, ღმერთებმა ადამიანებს, მათი განვითარების პირველ

ეტაპზე, დამხმარეებად და გასაკონტროლებლად, ადამიანი-გიგანტები გამოუგზავნეს,

რომლებიც მოგვიანებით, ღმერთებს დაუპირისპირდნენ და ამ ომში დამარცხდნენ.

ამ მითში მოყოლილი ისტორიის მტკიცებულებად, 2007 წ. ინდოეთში “ცარიელ

უდაბნოში" ნაპოვნი გიგანტური ადამიანის ჩონჩხი გამოდგება, რომლის სიმაღლე 12 მ. იყო. გარდა ამისა, შრილანკაზე, კონუსურ მთაზე, რომელსაც ადგილობრივები ადამის

მთას ეძახიან, ადამიანის ფეხის ტერფის ანაბეჭდი არის აღმოჩენილი, რომლის სიგრძე 160 სმ-ია, ხოლო სიგანე - 75 სმ.

ბრძოლა ცივილიზაციებს შორის


2005 - 2007 წწ. ადამიანი-გიგანტების 200-მდე ნამარხი აღმოჩენილია საჰარის

უდაბნოში. ხოლო, თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ მსგავს სამარხში,

იპოვეს 160 სანტიმეტრიანი ფეხის ძვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ძვლის პატრონი 5 მ. სიმაღლის უნდა ყოფილიყო.


ბრძოლა ცივილიზაციებს შორის

ადამიანი-გიგანტების ნამარხები, ასევე აღმოჩენილია ჩინეთში, ავსტრალიაში,

მექსიკაში, პერუში, ფილიპინებზე, სირიაში, მაროკოში, იაპონიაში და საქართველოში (ხარაგაულის რაიონი). ამ ნამარხების მიხედვით, გიგანტური ადამიანების სიმაღლე

3-დან 12 მეტრამდე უნდა ყოფილიყო. თუ ვინ იყვნენ ისინი და საიდან მოვიდნენ

უცნობია. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მათ დიდი წვლილი შეიტანეს და

ძირეული გარდატეხა მოახდინეს ჩვენი ცივილიზაციის ფორმირების საქმეში. ორ

ცივილიზაციას შორის ურთიერთობა, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, ადვილი

არ იყო. მათ შორის გამუდმებით ხდებოდა კომფლიქტები და ომები.

(გაგრძელება იქნება)


ბრძოლა ცივილიზაციებს შორის



13
1175
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1175
  
2018, 5 მარტი, 15:03
გეთანხმებით, ეს ყველაფერი შეთქმულების თეორიას ჰგავს.
2018, 4 მარტი, 22:16
იმდენად დსაფიქრებელი, რომ ეს ჩემი ჰიპოთეზა უკვე თეორიის რანგშიც კი შეიძლება ავიდეს, იმიტომ რომ გამყარებულია ხელშესახები არტეფაქტებით. მაგრამ უდიდესი პრობლემა ისაა, რომ იპარავენ ამ არტეფაქტებს სპეცსამსახურები.. აბა ამიხსენით მაშინ თუ ეს ასე არაა, სადაა ბორჯომში აღმოჩენილი ეს ძვლები 3-მეტრიანი კაცის?
2018, 4 მარტი, 22:12
მეც ვუყურე ამაზე ვიდეოებს არამარტო ქართულად, არამედ რუსულ და ინგლისურ ტელეარხებზე გავიდა, როცა ბორჯომში აღმოაჩინეს აწ გარდაცვლილი აბესალომ ვეკუას ხელმძღვანელობით სამმეტრიანი ადამიანის ნაშტები. პირდაპირ ხელში ეჭირა არტეფაქტები ბატონ ვეკუას და ისე საუბრობდა. ზუსტად ერთი თვის მერე, რაც სიენენიც დაინტერესდა ამ აღმოჩენით, არტეფაქტები უბრალოდ გაქრა იმ ვიდეოებთან ერთად, სადაც ისინი ხელში უჭირავს აბესალომს და თან საუბრობს მათზე. შემორჩა მხოლოდ ამ ვიდეოებიდან დასქრინული სურათები, რომელიც ახლახანს გამოვაქვეყნე ჩემი ფეისბუქის ვოლზეც. აშკარად მოტეხეს სპეცსამსახურებმა მუზეუმიდან. ისე როგორც ამას მთელი მსოფლიოს მასთაბით აკეთებენ. მე ევოლუცია თეორია კაგრად ვიცი, წიგნიც მაქვს დაწერილი ამაზე, ექიმი ვარ. რა თქმა უნდა ვეთანხმები ევოლუციის თეორიას და იმას თუ რა გზით განვითარდა 4 მილიარდი წლის მანძილზე დედამიწაზე სიცოცხლე, პირველი გამრავლებადი მოლეკულიდან ძუძუმწოვრებამდე, მაგრამ აი სადღაც 7 მილიონი წლის წინ მოხდა რაღაც ძალიან საინტერესო, როდესაც გაიყო ჩვენი და შიმპანზეს მოდგმა ერთმანეთისგან და ჩამოყალიბდა ორ განსხვავებულ სახეობად. მე მიმაჩნია, რომ სადღაც 2.8 მილიონი წლის წინ, როდესაც ყალიბდება პირველი ჰომო ანუ ადამიანი, ჰომო ჰაბილისი (მარჯვე ადამიანი), ეს არ უნდა მომხდარიყო თავისდაუნებურად და აქ იყო ჩარეული სწორედ აი ის რასა, რომელიც მოვიდა ციდან და რომელმაც გენეტიკური ჩარევა მოახდინა ავსტრალოპითეკებში და გამოიყვანა მათგან ტვინის ზრდისკენ მიდრეკილი გონიერი არსება თავიანთი გენების მათში ჩამატებით. თვითონ ის არსებებიც, რომლებიც მოვიდნენ ჩვენს პლანეტაზე და გამოგვიყვანეს ჩვენ, რა თქმა უნდა თავის მხრივ ჩამოყალიბდებიდნენ თავიანთ პლანეტაზე ევოლუციის გზით. მე ვიტყოდი რომ ისინი თუ ჩამოყალიბდნენ, მაშინ ჩვენც რომ ჩვენ თითონ, სხვების დაუხმარებლად ჩამოვყალიბებულიყავით რატომ არ შეიძლებათქო, მაგრამ უბრალოდ ეს არტეფაქტები და მითოლოგიური მონაცემები რომელიც ყველა ხალხში და მათ შორის ბიბლიაში, შუმერულ ნაწერებში, უძველეს ქართულ და ბერძნულ მითოლოგიებში, ინდიურ და ინდურ მითოლოგიებში აღინიშნება არის იმდენად ადვილად დასანახი და შესამჩნევი და როდესაც ამას ემატება ამგვარი არტეფაქტები ეს არის იმდენად დასაფიქრებე
2018, 3 მარტი, 14:35
დიდი მადლობა, ამ სტატიის და წინა სტატიების შეფასებისთვის მეცნიერი არა ვარ :) გეოგრაფიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. მაგრამ, ამჟამად აქ ვმუშაობ.
2018, 3 მარტი, 5:22
შენი ფანი ვარ ლალი :))) მეცნიერი ხარ?
2015, 12 ივნისი, 15:31
თქვენ რამოდენიმე კითხვა დამისვით და შევეცდები თანმიმდევრობით გიპასუხოთ. ნამარხების ასაკს იმ ქანის ასაკის მიხედვით ადგენენ, რომელ ქანშიც ის იყო ნაპოვნი. თავის მხრივ, ქანების ასაკს, მასში არსებული რადიაქტიული იზოტოპების საშუალებით, რადიომეტრული მეთოდით ითვლიან.
ნაპოვნი ნამარხის ხარისხს, არანაირი კავშირი არა აქვს მის ასაკთან. ყველაფერი არა დროზე, არამედ იმ გარემოზე არის დამოკიდებული, რომელშიც ეს ორგანიზმი საუკუნეების მანძილზე იმყოფებოდა. მაგ., მუდმივი მზრალობის ზონაში ნაპოვნ ნამარხებს, მხოლოდ ძვლები კი არა, კანიც შენარჩუნებული აქვს. არ იხრწნება და კარგად ინახება ორგანიზმი ტორფში, ხოლო იქ, სადაც დიდი რაოდენობით არის კალციუმი, ქანებზე, ორგანიზმების კარგი ანაბეჭდები მიიღება.
რაც შეეხება იმას, რომ მაიმუნი ადამიანის წინაპარი იყო. ეს ამ სტატიაში არ არის ნათქვამი. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ დღევანდელ მაიმუნებს და ჩვენ, ოდესღაც, შორეულ წარსულში, საერთო წინაპარი გვყავდა. მილიონონით წლის წინ ჩვენი გზები გაიყო, ისინი მაიმუნებად ჩამოყალიბდნენ, ჩვენ ადამიანება.
თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ გაჩნდა ადამიანი დედამიწაზე? ღმერთმა ხელი დაიქნია და უცბად ადამი გაჩნდა? თუ ადამიანის გაჩენა ასე ადვილი იყო და საჭირო არ იყო რამე ,,ნედლეული", ევას შექმნისას რატომ გამოიყენა ღმერთმა ადამის ნეკნი? ამით ბიბლიაში ის არის ნათქვამი, რომ რამის შესაქმნელად, სხვა რაღაცის გამოყენება არის საჭირო.
საგნები და მოვლენები ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობენ და თუ დღემდე არ არის ნაპოვნი ორგანიზმების გარდამავალი ფორმები, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არსებობდნენ.
2015, 12 ივნისი, 11:47
მადლობა ასეთი შეფასებისთვის
2015, 12 ივნისი, 11:28
ებრაული სიტყვა „ნეფილიმ“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „დამქცევებს“, რომლებიც აქცევენ სხვებს ან ხელს უწყობენ სხვების დაცემას, რაღა თქმა უნდა, ძალადობით. ეგეთი ტიპაჟის გმირები ბევრ მითს თუ ლეგენდას ყავს მაგალითად (ჰერაკლე,ამირანი გილგამეში ) საუძველს კი ყველა რეალური ფაქტიდან იღებს :)
2015, 12 ივნისი, 11:18
ასეთ ადამიანებს ბიბლიაში ეწოდებათ გოლიათები (ნეფილიმები ) ,რომლებსაც უჩნდებოდათ შვილები მაგრამ მათ შვილებს უკვე აღარ ჰქონდათ გამრავლების უნარი.არა მარტო ბიბლიაში ისტორიულ წყაროებშიც ბევრი მტკიცებაა ასეთი გოლიათების არსებობის,დროთა განმავლობაში შტAმომავლები გადაშენდნენ იმიტომ ,რომ როგორც ავღნიშნე მათ შვილებს გამრავლების უნარი არ ჰქონდათ და რაც შეეხება პირველ გოლიათებს ისინი ხორცშესხმული ანგელოზები იყვნენ,რომლებიც დედამიწაზე ჩამოვიდნენ.რასაც ვამბობ შესაძლოა სასაცილოდ მოგეჩვენეთ მაგრამ ეს ფაქტია რელიგიურადაც და ისტორიულადაც,იმიტომ რომ მეცნიერები ვერ ხსნიათ თუ საიდან შეიძლება წარმოშობილიყო ასეთი ზომის ადამიანები და ასე ერთბაშად გამქრალიყო.გიგსონამ სწორად აღნიშნა ასეთი ერთი გოლიათი ფილისტიმელი იყო,რომელსაც დავითმა შურდულით ქვა ესროლა და პირდაპირ შუბლში მოახვედრა და გაუხვრიტა ადგილზევე მოკვდა,სხვათაშორის მისი ნეშთიც ნაპოვნია.

რაც შეეხება ევოლუციას ეს უბრალოდ თვალებში ნაცრის შეყრაა,

სტატია კი კარგია ლალი ,ბევრი გიშრომია,სურათებიც მომეწონა,ველი გაგრძელებას
2015, 11 ივნისი, 22:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10