x
image
worldsport.ge
მორატა: “რეალში” დაბრუნება უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული”

imageგავრცელებული ინფორმაციით, ალვარო მორატა შესაძლოა მადრიდის “რეალში” დაბრუნდეს, თუმცა ესპანელმა მოთამაშემ El Larguero-თვის მიცემულ ინტერვიუში “სამეფო კლუბში” გადასვლის გადაწყვეტილება არ დაადასტურა.
“ვერაფერს ვიტყვი, ჩემი მადრიდში დაბრუნება უამრავ ფაქტორზე, უამრავ ადამიანზეა დამოკიდებული.
ჩემი სურვილია დავეხმარო “იუვენტუსს” ტიტულების მოგებაში, გამარჯვებების მოპოვების მოტივაცია არ გამნელებია, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ”, - განაცხადა ფორვარდმა.
22 წლის შემტევი 2014 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “რეალიდან” “იუვენტუსში” გადავიდა. მან გასული სეზონის სერია A-ს 29 თამაშში 8 გოლი გაიტანა.



დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
66
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0