x
image
worldsport.ge
ბენიტესი მორატას სახლში დაბრუნებას უპირებს

imageმადრიდის "რეალის" ახალ მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს საკუთარ გუნდში ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის, ალვარო მორატას დაბრუნება სწადია. ამის შესახებ ესპანური გამოცემა "ასი" იუწყება. მადრიდულმა გრანდმა მორატა "იუვენტუსში" ერთი წლის წინ, ორწლიანი იჯარით გაასხვისა და კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმადაც მისი დაბრუნება 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება. თავის მხრივ, იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, ტრანსფერის განხორციელება უფრო მეტად რეალური გაისად, 2016 წელს იქნება.
22 წლის ესპანელი ფორვარდი "სამეფო გუნდის" სკოლის აღზრდილი გახლვათ. ტურინში კი ფეხის მოკიდება ადვილად მოახერხა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავი დაიმკვიდრა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპიდან "რეალი" სწორედ ალვარო მორატას გოლმა გამოთიშა.




გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
126
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0