x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო
მარხვა, ეს არის სწავლა სწორი არჩევნის გაკეთებისა და არა ზოგიერთ საჭმელზე უარის თქმა. უნდა ვიცოდეთ, რომ პირველი მარხვა ღმერთმა ადამიანს სამოთხეში, მისი ცხოვრების დასაწყისშივე დაუწესა. მათ კი პირველი მცნება- არ ეჭამათ სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის ნაყოფი, ბოროტი ანგელოზის ჩაგონებით აღმოაჩინეს, რომ ხის ნაყოფი გემრიელი და ცნობადია, ღვთის მიერ დადგენილი მცნება კი დაივიწყეს და მარხვა დაარღვიეს. არა მხოლოდ პურით, არამედ ღვთის სიტყვით ცხონდება კაცი, ანუ ყოველი ადამიანი მისი სიტყვის შესრულებით მიიღებს სიცოცხლის ძალას. მარხვის სიბრძნე იმაში კი არ მდგომარეობს ამ პერიოდში საკვების სახით თუ რას ჩაუშვებთ პირში, არამედ რას ამოუშვებთ იქიდან ღვთისმოსაწონი სიტყვების სახით. მარხვა განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობაა. ღვთის რწმენა და სიყვარული ყოველ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს დამარხული; მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება ცხოველი (ცოცხალი), როდესაც მათი გამოვლინება ხდება საქმით. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია, როცა ჩვენ ღმერთის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის საპასუხოდ ჩვენ ამქვეყნიურ სიამეებს – საჭმელს, გართობას, შვებას ცოტათი მოვიკლებთ და ვიქნებით თავშეკავებულნი. ამას ეწოდება მარხვა. ამ აზრით გონიერი ადამიანი, ლოცვის მსგავსად, სულ მარხვაში უნდა იყოს, მაგრამ საზოგადოდ, ადამიანს, თავისი დაცემული, უძლური ბუნების გამო, არ შეუძლია გამუდმებული თავშეკავება, ამიტომ ეკლესიამ დაადგინა გარკვეული დრო და ფორმა თავშეკავებისა ანუ მარხვისა, რომლის დაცვა, თავდაპირველად თუნდაც მექანიკური და იძულებითი, არის საწინდარი იმისა, რომ ოდესმე შევძლებთ ჭეშმარიტ მარხვასა და თავშეკავებულ ცხოვრებას.


image

სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია - პეტრე-პავლობის მარხვა. პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა. პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღე. სწორედ დღეს, 8 ივნისს დაიწყო პეტრე-პავლობის მარხვა, რომელიც 12 ივლისს გახსნილდება მოციქულდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს. მარხვის ხანგრძლივობა 33 დღეს ითვლის და შედარებით მსუბუქი მარხვაა, ვინაიდან ოთხშაბათი-პარასკევის გარდა თევზით ხსნილია.


მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ძველი სტილით 29 ივნისს (ახალი სტილით - 12 ივლისს) აღინიშნება და საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ: „მოციქულთა განწესებაც“ იხსენიებს: „სულთმოფენობის შემდგომ იზეიმეთ ერთი შვიდეული და შემდგომ იმარხულეთ“.



P.S. მორწმუნე ქრისტიან მართლმადიდებელი მრევლის მარხულთ, გულითა და სულით გისურვებთ განმტკიცებას და ამ უდიდესი წმიდა მოციქულთა მფარველობას. ღმერთს ებარებოდეთ!

2
212
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
212
  
2015, 8 ივნისი, 20:44
გავაზიარე (K)
2015, 8 ივნისი, 14:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2