x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
მისტიკური მინდვრის წრეები ჩვენს პლანეტაზე
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს პლანეტაზე იწყება მისტიკური წრეების გამოჩენა. ჩვენთვის ასეთი ფენოვენი ნაკლებად არის ცნობილი, რადგან საქართველოში მსგავსი მოვლენა არასოდეს დაფიქსირებულა, რასაც ვერ ვიტყვით დიდ ბრიტანეთზე. ზაფხულის დადგომისთანავე, ძირითადად, გარეუბანში მცხოვრები ბრიტანელები, უჩვეულო მოვლენების მომსწრენი ხდებიან. საქმე ისაა, რომ მათ მინდვრებზე მისტიკური წრეები, იგივე კროპცირკლები (crop circules, crop მოსავალს, ხოლო circule წრეს ნიშნავს) ჩნდება.


image


მათ სხვადასხვა ფორმა, ზომა და ორნამენტები აქვთ. ნახატის ეფექტს გადაწვენილი და ხელუხლებელი ღეროების სხვაობა იძლევა. ფიგურები დიდი სიზუსტითაა გამოყვანილი და მათი „შემქმნელი“ არც გემოვნებასა და ფანტაზიის უნარს უჩივის. ხშირად მათ მარტივი წრის ფორმა აქვთ, ზოგჯერ კი რთული დიზაინისა და განლაგების გეომეტრიული ფიგურების ერთობლიობაა.


image



ყველაზე ადრეული ცნობა ასეთი „წრეების“ შესახებ ჯერ კიდევ 1500 წლით თარიღდება. მე–17 საუკუნეში კი ადგილობრივმა მეტყევემ შენიშნა რაღაც დემონისებური ფიგურა როგორ ქმნიდა ამ წრეებს. მას ასეც შეარქვეს – მთიბავი ეშმა.


image


1880 წელს უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორი მოყვარული მეცნიერი ჯონ რენდი კაპრონი აღწერდა: „ინგლისის სამხრეთში… ხორბლის ყანაში ნაწილი თავთავებისა დაწვენილია, თუმცა არასრულად, თავთავის დაუზიანებლად… შორიდან დაკვირვებისას წრის ფორმა აქვს…თუმცა ირგვლივ არაფერია იმის მგავსი, რომ ამის გაკეთება შეეძლოს… სავარაუდოდ, გარკვეულ ციკლონურ ქარებთან გვაქვს საქმე…


image


მინდვრის წრეები ძალიან პოპულარული გახდა ამ სტატიიდან ასი წლის შემდეგ, როდესაც ინგლისელმა ფერმერმა თავის ყანაში ერთდროულად სამი ასეთი წრე აღმოაჩინა. მას შემდეგ დაიწყო უფოლოგების, მედიისა და ტურისტების დენა ინგლისისაკენ. ფერმერებმა ფულის შოვნაც კი დაიწყეს ყანების დათვალიერების ნებართვის გაცემით. და თითქოს მათი შეკვეთით, წრეებმაც საეჭვოდ დაიწყეს მომრავლება – თუ 1990 წლამდე სულ 500 წრე არსებობდა, შემდგომ 2 წელიწადში მათი რიცხვი ათასებამდე გაიზარდა.


image


ეს ფენომენი, ძირითადად 1970 წლიდან გახდა ცნობილი თავდაპირველად უზარმაზარი ზომის წრეები ინგლისში დაფიქსირდა, თუმცა შემდგომ ევროპის სხვა ქვეყნებსაც მოედო.


image


ამ ფენომენის შესახებ დღესაც ცხარე კამათი მიმდინარეობს. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ კროპცირკლები ამოუცნობი მფრინავი ობიექტის “ნახელავია”, თუმცა იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ უცხოპლანეტელები რთულ გეომეტრიულ ფიგურებს რამდენიმე საათის განმავლობაში აკეთებენ, პრაქტიკულად არ არსებობს.


image


წრეების საკითხში აღიარებული ექსპერტი და ამ ფენომენთან დაკავშირებული მრავალი ბესთსელერის ავტორი, ამერიკელი კოლინ ენდრულსი აცხადებს, რომ თავად მან 2500 კროპცირკლი შეამოწმა. ჩატარებული “რევიზიის” შედეგად მისთვის ნათელი გახდა, რომ მის კარტოთეკაში დაფიქსირებული შემთხვევების 80 პროცენტი ადამიანის ხელით არის შექმნილი.


image


მეცნიერები წრეების წარმოქმნას გარკვეულ ქარბორბალებს მიაწერენ. „პლაზმური ვორტექსის თეორიის“ მიხედვით, მბრუნავი სპირალური ჰაერის ნაკადი აწვენს ბალახს, ამ დროს ატაცებული მტვრის ნაწილაკები კი სწრაფი ტრიალისა და ხახუნისგან იმუხტებიან და გარკვეულ ნათებას გამოსცემენ, რაც უფოლოგებს უცხოპლანეტელთა ნათება ჰგონიათ.
არის კიდევ ერთი ვერსია – ამბობენ, რომ შეიძლება ასეთი წრეები წარმოიქნას ვერტმფრენებისა და პატარა თვითმფრინავების დაშვების დროს. თუმცა მინოტავრის ლაბირინთი როგორღა კეთდება, ეგ ალბათ მარტო პროპელერმა იცის.
საკმაოდ ბევრი მკვლევარი ემხრობა ვერსიას, რომ ამ წრეებს იწვევს ე.წ. დედამიწის ელექტრომაგნიტური ენერგია. მართლაც, წრეების შიგნით შედარებით მძლავრი მაგნიტური ველია, ადამიანები კი თავს უცნაურად გრძნობენ – ჟრუანტელი უვლით და ყურებში ხმაური თუ ჟღარუნი ესმით. თავად დაწვენილი მცენარეები ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც ბოსტნეული მიკროტალღურ ღუმელში მოთავსებისას. ამიტომაც შესაძლებელია, რომ მათზე დედამიწის სიღრმიდან ამომავალი მიკროტალღური ენერგია მოქმედებს. ზოგ მკვლევარს მიაჩნია, რომ ენერგიას შესაძლოა მეორე მსოფლიო ომის დროს დარჩენილი და მიწაში ღრმად ჩაფლული ბომბების აფეთქება იწვევს.


imageimage




იმედია მოგეწონებათ

3
430
15-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
430
  
2015, 8 ივნისი, 13:26
ნეტავი შემეძლოს სიამოვნებით გამოვიკვლევდი, ძალიან საინტერესოა
2015, 7 ივნისი, 15:49
გაიხარე (K)
2015, 7 ივნისი, 15:48
საინტერესოა ძალიან. უძველეს ტომებშიც აღმოაჩინეს ადრე მსგავსი წრეები ფრინველების გამოსახულებები და ა.შ და დღემდე ვერავინ ახსნა საიდან წარმოიშვა ან ვინ და რისთვის გააკეთა. კარგია ზალიან და გავაზიარეეე
0 1 3