x
image
მანჩო 777
რატომ უყვართ მხატვრებს ქალის შიშველი მკერდის დახატვა?
ქალის მკერდი ყოველთვის იყო მხატვრების აღფრთოვანების საგანი. სულ ცოტაოდენი ხნის წინათ ამერიკულმა ტელეარხმა Fox News -მა სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა Christie's-ის აუქციონზე გამართულ ვაჭრობას, სადაც პაბლო პიკასოს ცნობილი ტილო "ალჟირელი ქალები" საარაკო ფასად -179 მილიონ დოლარად გაიყიდა. საზოგადოდ, თითქმის ყველა სურათს, რომელზეც ქალის შიშველი მკერდია გამოსახული, შეიძლება დავადოთ "0+" ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. წლებისა და საუკუნეების განმავლობაში მხატვრები ხატავდნენ თავიანთ მუზებს, მეფის ფავორიტებს, კურტიზან ქალებს, მოდელებს, მსახიობებს, თავიანთ შეყვარებულებს და ასე შემდეგ.


image


თავდაპირველად ქალის მკერდის ნახატზე გამოსახვა - მადონას სახით - დაკავშირებული იყო დედობასთან. მეორე მხარე უკვე სილამაზის აღქმა და მსუბუქი ეროტიზმია. ის არსებობდა თითქმის ყველა ეპოქაში, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, რამდენად დასაშვები იყო ქალის სიშიშვლის გამოსახვა რომელიმე გარკვეულ პერიოდში.

ჯერ კიდევ 100 წლის წინ ეს ლამის ტაბუდადებული თემა იყო, ახლა კი ამერიკაში უკვე წელსზევით შიშველი სიარულიც კია შესაძლებელი -ფემინისტებმა მოიპოვეს ამის უფლება (!). ზოგიერთ ცნობილ ქალბატონს მკერდი დაზღვეულიც კი აქვს: სხვათა შორის, პირველი, ვინც ეს გაკეთა, სოფი ლორენი იყო. ეს თემა აქტუალურია ყველასათვის: მათთვის, ვინც თავადაა ამ სილამაზის მფლობელი და მათთვისაც, ვინც უბრალოდ ტკბება მისი ხილვით.



image


მე შევეცადე ამომერჩია ხელოვნების ისტორიაში ყველაზე ცნობილი და მშვენიერი რამოდენიმე ბიუსტი და მცირეოდენი განმარტებებით წარმოგიდგენთ მათ.



" გაბრიელ დესტრე დასთან ერთად", უცნობი მხატვარი, დაახლოებით 1594 წელი


image

ეს ნახატი ყველასათვის კარგადაა ცნობილი. ამჯამად ის ლუვრში ინახება. ტილოს ავტორი უცნობია, მაგრამ სამაგიეროდ XVI საუკუნეში საკმაოდ ცნობილი და პოპულარული იყო მეფე ჰენრის IV ნავარიელის ფავორიტი ქალი გაბრიელ დესტრე. ლამაზ და ჭკვიან გაბრიელს დიდ გავლენა ჰქონდა მეფეზე-მის გამო ჰენრიხმა კათოლიციზმიც კი მიიღო. მეფეს დიდი სურვილი ჰქონდა გაყროდა ცოლს-მარგარეტ ვალუას და გაბრიელი შეერთო ცოლად. ქალმა მეფეს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი გაუჩინა. ორი დღით ადრე, სანამ მეფე გაბრიელზე იქორწინებდა, ქალი ხილით მოწამლეს. 26 წლის გაბრიელი, რომელიც მეოთხე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, საშინელი ტკივილებით გარდაიცვალა.

ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, ნახატზე გაბრიელთან ერთად გამოსახულია არა მისი და, არამედ დედოფალი მარგო, რომელიც უნაყოფო იყო და ვერ შეძლო მეფისათვის შვილის გაჩენა. დააკვირდით ბეჭედს, რომელიც ქალს ხელში უჭირავს - ის სიმბოლურად გამოხატავს არშემდგარ ქორწინებას.



"აგნესა სორელი", ჟან ფუკე, 1450 წელი


image

აგნესა სორელი XV საუკუნის საფრანგეთში ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა. ის გახდა მეფის პირველი ოფიციალურად მიღებული საყვარელი. მიუხედავად იმისა, რომ მისი საყვარლის - მეფე კარლ VII -ის მმართველობის პერიოდი დამძიმებულია ჟანა დარკის ტრაგიკული სიკვდილით, თავად აგნეს სორელზე მხოლოდ დადებითი მოგონებებია შემორჩენილი. მას მიაწერენ ისეთი სიახლეების შემოღებას, როგორიც იყო: ბრილიანტების ტარება ქალბატონების მიერ, რომლებიც სამეფო გვარს არ ეკუთვნოდნენ (მანამდე ამ ძვირფასი თვლების ტარება მხოლოდ მეფური წარმომავლობის ქალებს ჰქონდათ), გრძელი შლეიფის გამოგონება, თავისუფალი კაბების ტარება, საიდანაც ერთი ძუძუ მოჩანდა.სორელი უამრავ მხატვარს ჰყავს დახატული, მათ შორის ფრანგული აღორძინების ეპოქის პირველ ოსტატს - ჟან ფუკეს.



"ფორნარინა ანუ მორცხვი ვენერა", რაფაელ სანტი, 1515-1519 წლები


image

ითვლება, რომ ამ ნახატზე რაფაელმა თავისი საყვარელი მარგარეტ ლუტი გამოსახა, რომელსაც მეტსახელად ფორნარინას ეძახდნენ. ლეგენდა ამბობს, რომ მხატვარს თავდავიწყებით შეუყვარდა ეს ქალი და იყიდა ის 3000 ოქროდ მამამისისაგან, რომელიც მეფუნთუშე იყო. მხატვარს ფორნარინა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე უყვარდა, თუმცა ქალი, გადმოცემის მიხედვით, დიდი ერთგულებით არ გამოირჩეოდა. რაფაელის სიკვდილის შემდეგ ქალი მის ქონებას დაეპატრონა და იმდენად აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა, რომ რომში ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი კურტიზანი ქალი გახდა.



"იტალიური დილა", კარლ ბრიულოვი, 1823 წელი


image

"მე ვამჯობინე დამეხატა მოდელი, რომელსაც მზის სხივები ზურგზე ეცემა, ხოლო სახე და მკერდი შადრევანიდან არეკლილი შუქითა აქვს განათებული. ეს გაცილებით უფრო მხატვრულსა და მიმზიდველს ხდის მის ფიგურას, ვიდრე ეს იქნებოდა უბრალო, პირდაპირი განათების დროს", -ასე აღწერს მხატვარი თავის შედევრს, რომელიც მან იტალიიდან დაბრუნების შემდეგ შექმნა. ტილო ბრიულოვმა ალექსანდრა ფიოდოროვნას, ნიკოლოზ I -ის მეუღლეს აჩუქა. იმპერატორს ისე მოეწონა ნახატი, რომ მან მხატვარს კიდევ ერთი სურათის შექმნა სთხოვა. ასე იხილა დღის სინათლე კიდევ ერთმა, ნაკლებად ეროტიკულმა ტილომ "იტალიური შუადღე".



თურქული აბანო, ჟან ენგრი, 1862 წელი


image

ენგრის მიერ სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში შექმნილ ნახატს "თურქული აბანო" მხილველი გადაჰყავს აღმოსავლური ჰარემის ატმოსფეროში: ორთქლში გახვეული ქალები წვანან ბუნებრივ, მოდუნებულ პოზებში. თავდაპირველად სურათი კვადრატული ფორმის იყო, რაც არ მოეწოინა მის პირველი მფლობელის მეუღლეს. ენგრს მოუწია ამ ნამუშევრიდან ტონდო შეექმნა, ულმობლად მოაჭრა რა ნაპირები ტილოს.

"თურქული აბანო" გახდა პირველი ნახატი, რომლითაც ლუვრამ 1971 წელს გახსნა სერია "გამოფენა-დოსიე", სადაც ექსპოზიციის ცენტრი იყო მხოლოდ ერთი მხატვრული ნაწარმოები, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ხელოვნების განვითარებაზე. სხვათა შორის, ენგრის ხელოვნების მოტივები ხშირად შენიშნება პიკასოს შემოქმედებაში.

4
492
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
492
  
2015, 8 ივნისი, 17:04
ნათი :*
2015, 8 ივნისი, 10:53
მანჩო, მერამდენედ ვიხიბლები უკვე შენი სტატიით...
2015, 7 ივნისი, 16:29
გაიხარე, ინ:*
2015, 7 ივნისი, 16:26
ძალიან სიტერესო იყო
0 1 4