x
image
worldsport.ge
სენიმ კარიერაში 128-ე გოლი გაიტანა

image“სან პაულოს” მეკარემ როჟერიო სენიმ კარიერის განმავლობაში 128-ე გოლი გაიტანა. 4 ივნისს ბრაზილიის ჩემპიონატის მე-5 ტურში ბრაზილიელმა გოლკიპერმა “სანტოსს” 84-ე წუთზე პენალტი გაუტანა და თავის გუნდს შეხვედრა 3:2 მოაგებინა. 42 წლის სენი “სან პაულოს” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულშიც შევიდა.
მან ხოსე ლუის ჩილავერტის რეკორდი ჯერ კიდევ 2006 წელს გააუმჯობესა. მეკარე კარიერას 2015 წლის სეზონის შემდეგ დაასრულებს.
სენი გინესის წიგნშია შეყვანილი, როგორც ყველაზე მეტი გოლის ავტორი მეკარეებს შორის, ერთი გუნდის მაისურით ჩატარებული მატჩების ოდენობით და კაპიტნის რანგში ჩატარებული შეხვედრების ოდენობითაც.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
247
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0