x
image
worldsport.ge
ზიდანი: "ფინალში გამორიცხული არაფერია"

imageჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი დღე დარჩა. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა აზრის დაფიქსირება ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელ ზინედინ ზიდანს სთხოვეს. მადრიდის "რეალის" კასტილიის გუნდის თავკაცის თქმით, "იუვენტუსის" ჩამოწერა ნაადრევია.
"ეს მხოლოდ ერთი მატჩია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაზე მეტად იტალიელებისთვის. იტალიური ფეხბურთი შესაძლოა, არ იყოს ლამაზი სანახავი, მაგრამ ისინი ყოველთვის ასე თამაშობენ და ამის გამო მათზე ყურადღების მიქცევა იქნება საჭირო. ტურინში 5 წელი გავატარე და კარგად ვიცი რას ნიშნავს "იუვენტუსი". მათ ნახევარფინალში დამსახურებულად მოგვიგეს, სათქმელი მეტი არაფერია", - ამბობს ზიდანი.
ევროპის უძლიერესი გუნდის ვინაობას "იუვენტუსი" და "ბარსელონა" 6 ივნისს, ბერლინში “ოლიმპიაშდატიონზე” გაარკვევენ.

გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
322
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0